[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ანალიტიკური დოკუმენტები

სამთო-მოპოვებით საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ხარვეზები

ანანო ცინცაბაძე 

შესავალი

საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე გარემოსდაცვითი პროტესტი, გასცდა პროტესტში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობისა და აქტივისტების წუხილს და ზოგადი, გარემოს დაცვის სფეროში არსებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის ხარვეზები ამხილა.

ბუნებრივი და სოციალური გარემო ბოლო პერიოდში ინტენსიურად ეწირება კერძო პირთა ეკონომიკური სარგებლის მიღების ინტერესებს. დაზიანებული და დეგრადირებული ნიადაგი, მოწამლული მდინარეები, დაბინძურებული ჰაერი, გაჩეხილი ნარგავები და სამშენებლოდ ათვისებული საჯარო სივრცე დედაქალაქისა და რეგიონების ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა. აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მწვავეა / მწვავედ აღიქმება საქართველოში არსებული ჯანდაცვის სისტემის ხარვეზების ფონზე.

მოპოვებითი ინდუსტრიის საქმიანობის შედეგად დაზიანებული გარემოს აღდგენისა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის სახელმწიფო მექანიზმები სუსტია და ვერ ახერხებს ვერც დეგრადირებული გარემოს და ვერც თემთა ფართო ნაწილის უფლებების აღდგენას. მეტიც, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო ინვესტორთა კერძო ინტერესების დამცველად გვევლინება და მოქალაქეების წუხილს ბიზნესის წარმომადგენლებთან მედიაციის შეთავაზებით პასუხობს.

სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ფუნქციაა რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აქტუალიზაცია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სივრცეებში, მოსახლეობის წუხილის გახმაურება და სოციალური და ბუნებრივი გარემოს დაცვა არსებული პოლიტიკით გამოწვეული მავნე ზეგავლენისგან. ამისთვის მნიშვნელოვანია სისტემის ხარვეზების შესწავლა, მათი სააშკარაოზე გამოტანა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის საგნად ქცევა.

ეს ანგარიში მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს მინერალური რესურსების მოპოვებით საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტიანობის საკანონმდებლო და პრაქტიკულ ხარვეზებს, ბიძგი მისცეს სამომავლოდ უფრო სიღრმისეულ და ვრცელ კვლევას, ასევე, სასარგებლო რეკომენდაციების შემუშავებასა და ხარვეზიანი პოლიტიკის გასაუმჯობესებლად ბრძოლას.

სამთო_მოპოვებით_საქმიანობა_1675158083.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“