საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სამირა ისმაილოვა, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის თავმჯდომარე და აქტივისტი, საუბრობს წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებულ სტერეოტიპებზე ეთნიკური უმცირესობების მიმართ და გვიზიარებს იმ პრობლემებს, რომელთაც ქვემო ქართლში მცხოვრები უმცირესობები აწყდებიან.
“სტერეოტიპია, ის დამოკიდებულება, რომ ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის სახელისუფლებო პარტიას აძლევენ ხმას და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მარნეულსა და ბოლნისში იყო.
ჩემი ასაკი, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, მიუღებელი იყო იმ სტერეოტიპებით, რა სტერეოტიპზეც ხშირად მიგვანიშნებენ, რომ ქალს ეთნიკურ უმცირესობას არ შეუძლია ოპოზიციიდან იყოს წარმოდგენილი და მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებებისა, საბოლოო ჯამში ჩემი შედეგი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებზე იყო 40%.”
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ვიდეოების ციკლის, რომლის მიზანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პერსპექტივის ჩვენება წინასაარჩევნო პროცესებისა და მანკიერი პოლიტიკური და ადმინისტრაციული პრაქტიკების მიმართ. Captions: Geo/Azer/Arm
ინსტრუქცია