საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პლატფორმა "სალამის" დამფუძნებელი, რაბილ ისმაილი, გვიზიარებს ქვემო ქართლში არჩევნების ჩატარების დინამიკას და განიხილავს, თუ როგორია სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლების მიმართ. ის ასევე საუბრობს თავისი თემის პრობლემებზე.
"სოფლებში არსებული მდგომარეობა სავსეა საჭიროებებით და წუხილებით, რაც არ ჩანს არცერთ პოლიტიკურ პროგრამაში, არ აისახება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში, არც წინასაარჩევნო პერიოდში და არც ცხოვრების ჩვეულ ეტაპებზე."
"წარმოიდგინეთ, 30 წელი გავიდა, მაგრამ არაქართულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნები ისევ მეზობელი ქვეყნიდან ჩამოდის. ანუ, ჩვენ ვერ შევქმენით სახელმძღვანელო ამ სკოლებისთვის საქართველოში."
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ვიდეოების ციკლის, რომლის მიზანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პერსპექტივის ჩვენება წინასაარჩევნო პროცესებისა და მანკიერი პოლიტიკური და ადმინისტრაციული პრაქტიკების მიმართ.
Captions: Geo/Azer/Arm
ინსტრუქცია