[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ვიდეო

ლიზა ტოროსიანი 2024 წლის არჩევნებზე

ალიქ მედიას ჟურნალისტი ლიზა ტოროსიანი გვიზიარებს სომხურენოვანი თემის ძირითად პრობლემებს საქართველოში, რაც მათ შორის, უკავშირდება ენის არსებულ პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს არ აძლევს საჯარო ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობას. მისი თქმით, ენობრივი გაუცხოება ხშირად ხდება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მიზეზი ძირითადად სახელისუფლებო ძალების მხრიდან.

“როდესაც ვესაუბრებით ჩვენი თემის წარმომადგენლებს, ვხვდები, რომ ისინი არ იცნობენ პოლიტიკური პარტიების პროგრამებს და არ იციან, რას გვპირდებიან ეს პოლიტიკური პარტიები ჩვენ, კონკრეტულად, ეთნიკურ უმცირესობებს. უამრავი კვლევა არსებობს, სადაც ვხედავთ, რომ ეთნიკური უმცირესობები არ ჩანან პოლიტიკური პარტიების პროგრამებში. ან თუ ჩანან, ეს შეიძლება ზედაპირულად იყოს ერთი-ორი სიტყვით, რომ ენის ბარიერის ამბავი მოგვარდება, რაც არ არ არის საკმარისი, გვაქვს უამრავი საჭიროება და გვინდა, რომ ჩვენც მოგვაქციონ ყურადღება.”

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ვიდეოების ციკლის, რომლის მიზანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პერსპექტივის ჩვენება წინასაარჩევნო პროცესებისა და მანკიერი პოლიტიკური და ადმინისტრაციული პრაქტიკების მიმართ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“