ნესტან ანანიძე, რომელიც ქართველი მუსლიმი თემის გამორჩეული აქტივისტია, გვიყვება საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემებში პოლიტიკური პარტიები. ნესტანი ასევე გვიზიარებს თემის იმ ნამდვილ წუხილებს და საჭიროებებს, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში არ არის წარმოდგენილი.
“როდესაც ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ვხვდებით სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ ენასა და რიტორიკაში ჩნდება სიტყვები და ტერმინები, რომლებიც უფრო მეტად აღვივებენ სხვადასხვა ჯგუფებს შორის გაუცხოებას და ნეგატიურ დამოკიდებულებებს.
"თქვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ”, “თქვენც ამ ქვეყნის ნაწილები და ძმები და დები ხართ", რაც ხშირ შემთხვევაში არა თუ აღვივებს ნდობას, არამედ პირიქით, უფრო ხელს უწყობს იმ ნარატივებს და დღის წესრიგს, რასაც ხშირად სახელისუფლებო პარტია ქმნის.”
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ვიდეოების ციკლის, რომლის მიზანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პერსპექტივის ჩვენება წინასაარჩევნო პროცესებისა და მანკიერი პოლიტიკური და ადმინისტრაციული პრაქტიკების მიმართ.