[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / ანალიტიკური დოკუმენტები

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სტრატეგია - მნიშვნელოვანი რეფორმების წინაპირობა?

შესავალი

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო წლების მანძილზე სახელმწიფოს მიერ არაპრიორიტეტულ მიმართულებადაა ქცეული. მიუხედავად საერთაშორისო დონეზე არსებული უმნიშვნელოვანესი სტანდარტებისა, რომელიც, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს 2006 წლის კონვენციით (შემდგომში - „კონვენცია“) არის განმტკიცებული, ქვეყანა ჯერ კიდევ შორს დგას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისაგან. ამ სფეროში რადიკალური რეფორმების არარსებობა ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობაზე მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას ახდენს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

აღნიშნული გამოწვევების ფონზე, 2022 წლის იანვარში მთავრობამ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა.[1] დოკუმენტი 2022-2030 წლებისათვის განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვასა და მის სამომავლო პრიორიტეტებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. ამ სფეროში არსებული სტატიკური სიტუაციის შეცვლისა და რადიკალური გარდაქმნების აუცილებლობის გათვალისწინებით, ამ დოკუმენტის შინაარსი და მისი ეფექტიანი აღსრულება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

გასული წლის შემოდგომაზე, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) - მიერ შეფასდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - „სამინისტრო“) მისამართით არაერთი რეკომენდაციის გაიცა.[2] რეკომენდაციების ნაწილი ეხებოდა სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და დოკუმენტთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს, ხოლო რეკომენდაციების უმეტესობა მიზნად ისახავდა სტრატეგიის შინაარსობრივ დახვეწასა და მასში იმ საკითხების ჯეროვან ასახვას, რომელიც საერთოდ არ/არასაკმარისად გვხვდებოდა პოლიტიკის დოკუმენტში.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, შეაფასოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის საბოლოო შინაარსი, ასევე, აღნიშნული ინსტრუმენტით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების არსი და გასცეს პასუხი კითხვას, თუ რამდენად არის სტრატეგიის დოკუმენტი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მნიშვნელოვანი გარდაქმნების განხორციელების წინაპირობა.

ფსიქიკური_ჯანმრთელობა__1655195835.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“