საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აქტივები და ქონება, რომელსაც ქართული კომპანია ოფშორული კომპანიისაგან მიიღებს, 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ქონების გადასახადისაგანაც გათავისუფლებულია!
ქართული კომპანიები ქონების გადასახადს მათ საკუთრებაში არსებულ მიწებსა და იმ მატერიალურ აქტივებზე იხდიან, რომელთაც ბიზნესსაქმიანობაში იყენებენ. არამატერიალურ აქტივებზე კი (ფასიანი ქაღალდები, კომპანიის წილები/აქციები, ინტელექტუალური საკუთრება და სხვ.) ქონების გადასახადი არ ვრცელდება.
ოფშორული კომპანიების მიერ, ქართულ საწარმოზე გადაცემული ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლება, შემთხვევითობა არ არის. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი, კვლავ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირთა კერძო ინტერესებზეა მორგებული, რისი ნათელი მაგალითიც “რიყის დოქებია”.
ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელიც დავით ხიდაშელთანაა დაკავშირებული, “რიყის დოქები” 10 020 000 ლარად, საწყის ფასზე 10-ჯერ იაფად, შეიძინა.
თუ კი, “რიყის დოქების” მფლობელი ოფშორული კომპანია, ქონებას ქართულ საწარმოს გადასცემს, ქართული კომპანია 2030 წლამდე შეძლებს არ გადაიხადოს ქონების გადასახადი, რითაც უდავოა, რომ საქართველოს ბიუჯეტი დიდ თანხას დაკარგავს.
ინსტრუქცია