[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ინფოგრაფიკა

რა სარგებელი შეიძლება ნახოს "ოფშორების კანონით" ბიძინა ივანიშვილმა - ნაწილი II

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შედეგად, ოფშორული კომპანიის მიერ ქართული კომპანიისთვის აქტივისა და საქონლის გადაცემა, 2030 წლის 1-ელ იანვრამდე იმპორტის გადასახადებისაგან გათავისუფლდა.
სავარაუდოა, რომ იმპორტთან დაკავშირებული ამ შეღავათის მიზანი, დიდი ღირებულების მქონე იმგვარი მოძრავი ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლებაა, რომლის საქართველოში შემოტანაც, კოდექსში შეტანილ ცვლილებებამდე იმპორტის გადასახადებით იბეგრებოდა, მათ შორის ასეთი მოძრავი ქონება შესაძლოა იყოს:
  • ძვირფასი ლითონები (ოქრო, ვერცხლი, პლატინა) და ძვირფასი ქვები (ალმასი, მარგალიტი, სხვ.) - მათი იმპორტი დღგ-ით 18%-იანი განაკვეთით იბეგრება. ამასთანავე, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული
  • საიუველირო ნაკეთობები დამატებით იბეგრება იმპორტის გადასახადით 12%-იანი განაკვეთით.
  • ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები და ანტიკვარიატი, რომელთა იმპორტი იბეგრება დღგ-ით 18%-იანი განაკვეთით.
ამ ცვლილებების ფონზე, ნიშანდობლივია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების განსაკუთრებული სიყვარული ხელოვნებისადმი.
2024 წლის მონაცემებით, ივანიშვილის სამხატვრო კოლექცია 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ე.წ “ოფშორების კანონით” ივანიშვილი, ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების შემოტანას დაბეგვრის გარეშე შეძლებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“