საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საარსებო მინიმუმი მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარების წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, შრომისუნარიანი კაცის საარსებო მინიმუმი 249.7 ლარია.
მთავრობა მიიჩნევს, რომ თვეში 250 ლარი როგორც საკვების შეძენის, ისე არასასურსათო ხარჯებისთვის (ტრანსპორტი, მედიკამენტი და ა.შ) საკმარისია.
გარდა იმისა, რომ საარსებო მინიმუმი უკიდურესად მწირია და ვერ პასუხობს მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს, მისი დათვლის მეთოდოლოგია ხარვეზიანია.
შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ 16 წელს ზემოთ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის საარსებო შემწეობა ყოველთვიურად 30-60 ლარია და მკვეთრად ჩამოუვარდება საარსებო მინიმუმის ამჟამინდელ ვერსიასაც კი.
მთავრობამ უნდა შექმნას სოციალური პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის.
ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია