საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ნამახვანი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ ანალიზს აქვეყნებს.
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ნამახვანი ჰესის სარგებლიანობაზე საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ხშირად, ხაზს უსვამენ პროექტის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში.
ეს მტკიცება ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ, მორიგია ხმამაღალ განცხადებებს შორის, რომელიც ხშირად ისმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და რომელსაც ხელშეკრულების ტექსტი – ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების შინაარსი – ზურგს არ უმაგრებს.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.
მასალა მომზადებულია პროექტის „წყლის და მინერალური რესურსების მდგრადი და დემოკრატიული მართვა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.
გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სოციალური სამართლიანობის ცენტრს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.
ინსტრუქცია