საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს აფასებს.
მშენებლობის ნებართვა, სავალდებულოდ წარსადგენი სამშენებლო დოკუმენტაციის, სათანადო კვლევებისა და დადებითი საექსპერტო დასკვნების გარეშე, გამარტივებული წესით გაიცა. ნებართვა პირობიანია და შპს „ენკა რინიუებლზს“ აღნიშნული დოკუმენტაციის მოგვიანებით წარმოდგენის ვალდებულებას უწესებს.
ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მასშტაბისა და მისი მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სამშენებლო დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლისა და ნებართვის მაძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობის გარეშე, პირობიანი მშენებლობის ნებართვის გაცემა, სამშენებლო კანონმდებლობის სტანდარტებისა და პროცედურების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს.
თავის მხრივ, ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შპს „ენკა რინიუებლზმა“ მშენებლობის ნებართვის პირობები დაარღვია, თუმცა მშენებლობის მიმდინარეობაზე ზედამხედველ ორგანოს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კომპანიის მიმართ რაიმე სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გამოუყენებია.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.
მასალა მომზადებულია პროექტის „წყლის და მინერალური რესურსების მდგრადი და დემოკრატიული მართვა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.
გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სოციალური სამართლიანობის ცენტრს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.
ინსტრუქცია