[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ანალიტიკური დოკუმენტები

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ანალიზს აქვეყნებს.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების ორი ურთიერთდამოკიდებული კასკადის მხოლოდ ერთ ნაწილს, ქვემო ნამახვანი ჰესს ეხება და არ აფასებს ზემო ნამახვანი ჰესს. ერთამანეთზე დამოკიდებული ჰესების ნებართვების რაიმე სახით დაყოფა და ორი ჰესის გარემოზე ზემოქმედების ცალ-ცალკე, დანაწევრებულად შეფასება გარემოსდაცვითი პრინციპების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სანდარტების დარღვევასა და უგულებელყოფას წარმოადგენს.

თავის მხრივ, ქვემო ნამახვანი ჰესის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება პირობიანია და მოიცავს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი კვლევების დამატებით წარდგენის ვალდებულებას. კანონმდებლობით არსებითი კვლევების გარეშე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა დაუშვებელია, ხოლო სავალდებულოდ წარსადგენი გამოკვლევების არსებობა ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების სრულყოფილი შეფასების გარეშეა გაცემული.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. ჰიდროელექტროსადგურის გეოლოგიური, სეისმოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები არასრულყოფილია და ვერ აფასებს ადგილზე არსებულ მდგომარეობას.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.

მასალა მომზადებულია პროექტის „წყლის და მინერალური რესურსების მდგრადი და დემოკრატიული მართვა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მხარდაჭერით.

გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სოციალური სამართლიანობის ცენტრს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

ნამახვანისჰიდროელექტროსადგურებისკასკადზე_1619851397.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“