რა კავშირია საარსებო შემწეობის სისტემასა და არჩევნების შედეგებს შორის?
სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, არჩევნების შედეგებთან საარსებო შემწეობის მიმღებთა წილიც იყოს კავშირში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც სახელისუფლებო პარტიამ ხმების ნახევარზე მეტი მიიღო, საშუალოდ, მეტი ხარჯი იყო გაწეული საარსებო შემწეობაზე და შედარებით მაღალი იყო საარსებო შემწეობის მიმღებთა წილიც.