2024 წლის აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 680 833 ადამიანს, მიაღწია. შემწეობის მიმღები ადამიანების წილი საერთო მოსახლეობის 18.4 %-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
2024 წლის მონაცემებით, 9 მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი ადგილობრივი მოსახლეობის 40 %-ზე მეტი იყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია.