საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები ამ დღეს კიდევ ერთხელ ვაჯამებთ სახელმწიფო პოლიტიკას შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით და გამოვყოფთ იმ საკითხებს, რაც დღეის მდგომარეობით განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ამჯერად ვეხმაურებით მთავრობის მიერ შშმ პირთა უფლებების კონვენციის (შემდგომში - „კონვენცია“) განხორციელების მექანიზმის შექმნის და დღევანდელ დღეს მის პირველ სხდომაზე შშმ თემისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოწვევის ფაქტს. ხელმომწერი ორგანიზაციები კრიტიკულად ვაფასებთ აღნიშნული მექანიზმის შვიდწლიანი დაგვიანებით შექმნას ისე, რომ მისი ეფექტიანი ფუნქციონირების სათანადო გარანტიები არ შექმნილა. აღმასრულებელ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაატაროს მაქსიმალური ღონისძიებები აღნიშნული ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი შემდგომი დახვეწისათვის.
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომლის მთავარ ფუნქციებსაც კონვენციის იმპლემენტაცია, „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კოორდინაცია, შშმ პირთა უფლებების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, შშმ პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
მოცემული მექანიზმის შექმნის პროცესი წლების მანძილზე არათანამიმდევრულად მიმდინარეობდა. ამგვარი პლატფორმის შექმნის ვალდებულება საქართველოს ჯერ კიდევ 2014 წელს - ქვეყანაში კონვენციის ამოქმედებისას წარმოეშვა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონმა მისი ამოქმედების ბოლო ვადად 2021 წლის 1 იანვარი მიუთითა, რომელიც ასევე დაირღვა. საბოლოო ჯამში, შშმ თემისა და ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, მთავრობამ ვალდებულება შვიდწლიანი დაგვიანებით შეასრულა.
მექანიზმის შემუშავების პროცესის ბოლო თვეებში შშმ პირებსა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ერთ შეხვედრაში და მთავრობის ადმინისტრაციისთვის წარედგინათ მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები. მიუხედავად ამისა, უწყებათაშორისი პლატფორმის დებულების დამტკიცება იმგვარად მოხდა, რომ შშმ პირებსა და ორგანიზაციებს არ მიუღიათ მათი წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ უკუკავშირი. ამასთან, არსებობდა მოლოდინი, რომ აღნიშნული უკუკავშირის მიწოდება და უწყებათაშორისი კომიტეტის დებულების საბოლოო ვერსიის განხილვა ინკლუზიური სამუშაო შეხვედრის/შეხვედრების საგანი იქნებოდა, თუმცა პროცესი ამგვარად არ წარიმართა - შშმ თემმა და ორგანიზაციებმა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დებულების დამტკიცებიდან მხოლოდ მეორე დღეს მიიღეს ამის შესახებ ინფორმაცია.
საკოორდინაციო კომიტეტის ფუნქციებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, ცალსახად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ მის შექმნასა და ამუშავებას, თუმცა, პლატფორმის დებულებაში კვლავ გვხვდება პრობლემური საკითხები და ბუნდოვანებები,[1] რომელთა განხილვისა და გადაჭრის გარეშე ამგვარი მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება ფაქტობრივად შეუძლებლად მიგვაჩნია.
ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს პლატფორმის უზრუნველყოფა ადეკვატური ფინანსური, მატერიალური, ადამიანური და ექსპერტული რესურსებით. დებულებაში მითითებულია, რომ კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ და ანალიტიკურ მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო განახორციელებს, რომელიც შესაბამისი მატერიალური, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსით არის უზრუნველყოფილი, თუმცა მთავრობა ვერ უთითებს, თუ რა ტიპის დამატებითი რესურსი გაითვალისწინა აღნიშნული მექანიზმის შექმნისა და ამოქმედებისათვის.
გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ იმ მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაზეც/ბუნდოვანებაზეც, რომელთა შექმნაც უწყებათაშორისი კომიტეტის ფარგლებში იგეგმება:
დასასრულს, გვსურს, ხაზი გავუსვათ იმ სავალალო მდგომარეობას, რაც ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს. უცვლელ პრობლემათა შორისაა, შშმ პირთა შეფასებისა და მათ მიმართ პოლიტიკის განხორციელების სამედიცინო მოდელიდან სოციალურ პარადიგმაზე გადასვლის წლების მანძილზე შეფერხებული პროცესი, შშმ პირთა სუსტი სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები, მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების - სტატისტიკის სტანდარტის არქონა, რაც აუცილებელი პირობაა ხსენებული პლატფორმის მიერ სამოქმედო გეგმების შემუშავებისთვის, ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის უმძიმესი პრაქტიკა, ქმედუნარიანობის ჩავარდნილი რეფორმა და სხვა. ფაქტობრივად სტატიკურ მდგომარეობაში არსებული სიტუაცია COVID-19-ის პანდემიამ უფრო დაამძიმა და გააუარესა. ამგვარი უმძიმესი გამოწვევების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა და ფუნქციონირება შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უპირობოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პლატფორმის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და განცხადებაში დასმული პრობლემური საკითხების მოგვარების გარეშე შესაძლებელია, იგი მხოლოდ ფორმალურ მექანიზმად იქცეს და არსებითად ვერ შეცვალოს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები:
[1] მოცემულ განცხადებაში ყურადღება მხოლოდ რამდენიმე მსხვილ საკითხზე მახვილდება.
ინსტრუქცია