[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / პრაქტიკული სახელმძღვანელო

მრავალფეროვნების ძიებაში: ეთნიკური უმცირესობები და ქართული მედია

1988 წელს, ემილი სტილმა, პედაგოგმა და მკვლევარმა, გამოაქვეყნა ესეი „კურიკულუმი, როგორც ფანჯარა და სარკე“, სადაც ის საუბრობს განათლების სისტემაში, კერძოდ, სასწავლო კურიკულუმში ინკლუზიის მნიშვნელობაზე. სტილის ჩანაფიქრით, სარკე არის ისტორიები საკუთარი თავის შესახებ, სადაც შენთვის ნაცნობი სამყარო ჩანს. ფანჯარა კი - ამბები, რომლებიც მკითხველს და/ან მსმენელს სთავაზობს განსხვავებული ინდივიდების გამოცდილებებს. სტილი ამბობს[1], რომ დაუბალანსებელია კურიკულუმი, თუკი ის არის სარკე მხოლოდ თეთრკანიანი ბავშვებისთვის. შავკანიანი ბავშვები კი იძულებულები არიან მუდამ ფანჯრებიდან უყურებდნენ მათ, ნაცვლად სარკისა, რომელიც მათ იდენტობებს და გამოცდილებებს აირეკლავდა.[2]

თანამედროვე სამყაროში მედია ინფორმაციის მიღების დომინანტური წყაროა, მათ შორის ინფორმაციის კულტურების და იდენტობების შესახებ. თუ სტილის კონცეფციას სასწავლო პროგრამისა და წიგნების ნაცვლად, მედიას მოვარგებთ, შევძლებთ დავსვათ კითხვა, თუ ვის ხელშია სარკე და ვის ირეკლავს ის? მედიამრავალფეროვნება კი შეგვიძლია შევადაროთ ფანჯარას, რომელიც როგორც სტილის თეორიის განმვრცობი რ.ს. ბიშოპი ამბობს, „კარგი განათების შემთხვევაში, შესაძლებელია სარკედ გადაიქცეს“. (Bishop1990)

მედიამრავალფეროვნების, და ზოგადად მედიაკვლევები საქართველოში იშვიათი და ფრაგმენტულია. არ გვაქვს ანგარიშები, რაოდენობრივი თუ თვისებრივი ანალიზი სატელევიზიო თუ სხვა მედიების შინაარსობრივ, თემატურ თუ ორგანიზაციულ მრავალფეროვნებაზე. წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით ქართულ სატელევიზიო მედიაში მედიამრავალფეროვნების სტრატეგიები იკვლიოს. მისი ინტერესების საგანია, თუ ვის ირეკლავს და ვისთვის ხსნიან ფანჯარას კერძო და საზოგადოებრივი მაუწყებლები საქართველოში.

დისკურსის ანალიზის მეთოდოლოგიით, დოკუმენტი იკვლევს სატელევიზიო მედიების პოლიტიკას, ხედვებს მედიამრავალფეროვნებასთან მიმართებით, ასევე შინაარსობრივი, თემატური მრავალფეროვნების ასპექტებს, და მედიების სამუშაო პრაქტიკას როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ მაუწყებლებში. კვლევა მიმოიხილავს ორგანიზაციულ მრავალფეროვნებას მაუწყებლებში, ასევე, დასაქმების პოლიტიკას უმცირესობებთან მიმართებით. დოკუმენტი მოკლედ შეეხება ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების მიღების და მედიაში დასაქმების გამოწვევებს და შესაძლებლობებს.

მრავალფეროვნების_ძიებაში_1701088781.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Tell Me Who You Are: Windows and mirrors for our students and ourselves

https://usinginformationaltext.blogspot.com/2021/03/tell-me-who-you-are-windows-and-mirrors.html

[2] When Diversity Isn't the Point: Mirrors, Windows, and Sliding Glass Doors in the Classroom Doors in the Classroom Kaitlin M. Jackson, 2023.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“