[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / პრაქტიკული სახელმძღვანელო

არასრულწლოვანთა ულტრამემარჯვენე რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი - გზამკვლევი

წინასიტყვაობა

ულტრამემარჯვენე რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, თანამედროვე სამყაროში, მოზარდთა ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. მოზარდთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები ზრდის მათ მოწყვლადობას ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციის პოტენციურად მძიმე შედეგების მიმართ.

სკოლის მისიაა უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნა, რომელიც ავითარებს მოქალაქეობრივ ცნობიერებას, კრიტიკულ აზროვნებას და ხელს უწყობს მოზარდის იდენტობის ფორმირებას. სკოლის მანდატურსა და მასწავლებელს, როგორც ქცევის პოტენციურ ცვლილებებზე ყოველდღიური დამკვირვებლებს, შეუძლიათ, რომ წვლილი შეიტანონ რადიკალიზაციისკენ მიმართული მოზარდის ქცევის ტრაექტორიის შეცვლაში.

მოცემული გზამკვლევი შექმნილია ულტრამემარჯვენე რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის შესახებ სკოლის პერსონალის ინფორმირებულობის გაზრდის და პოტენციური საფრთხის პრევენციაში მათი როლის გამოსავლენად.

არასრულწლოვანთა_ულტრამემარჯვენე_რადიკალიზაცია_და_ექსტრემიზმი_-_გზამკვლევი_1751531603.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“