საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. 7 თებერვალს, ორგანიზაციამ პარლამენტის ხუთ ფრაქციას მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც მოცემულია სამართლებრივი დასაბუთება, საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე.
მიმართვის ტექსტი:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს ადამიანის უფლებებზე მომუშავეორგანიზაციას, რომელიცადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე მუშაობს და მათ შორის,ფარავსარა-დომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური და სოციალური ინკლუზიისა და უფლებების დაცვის საკითხებს.
EMCიცავს 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში (ახმეტის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს) მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლანმაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სამართლებრივ ინტერესებს ეროვნულ დონეზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
წინამდებარე წერილით საქართველოს პარლამენტს მივმართავთთხოვნითთემირლანმაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზედროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით.
როგორც თქვენთვის ცნობილია, თ. მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგ. სუს-ი) თანამშრომლების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული ქმედების სავარაუდო ჩადენის ფაქტზე.მიმდინარე გამოძიების პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზებით ხასიათდება. საქმეზე მაჩალიკაშვილების ოჯახს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებულიდაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის არ აღიარების პრობლემაზე მიუთითებს. ოჯახის ადვოკატებს შეზღუდული აქვთსაქმის საიდუმლო მასალებზე წვდომა, რაც მათ საქმის ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციაზე საჯარო კონტროლის და სამართლებრივი დაცვის განხორციელების შესაძლებლობას ართმევს. გამოძიების საწყის ეტაპზევე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (inter alia, თითქოს და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარა, ასევე იარაღი, საიდანაც სროლა განხორციელდა) მოპოვება და სავარაუდო დაზიანება/ფალსიფიკაცია სუს-ის თანამშრომლების მიერ განხორციელდა, რამაც დაარღვია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი. გამოძიების დაწყებიდან 1 წელზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს პროკურატურა ამ დრომდე არ უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი თანამშრომლების მიმართ დევნის დაწყებას
თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ სამართლებრივ ხარვეზებზე და სუს-ის მხრიდან განხორციელებულ სისტემურ დარღვევებზე პროკურატურასა და სხვადასხვა რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს არა ერთხელ მივმართეთ, თუმცა, ამას რაიმე კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.
საქმეზე მსჯელობის დროს ასევე უნდა მივიღოთ მხედველობაში საქმის სოციალური კონტექსტი. აღნიშნული საქმე აჩვენებს წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში სხვადასხვა ხელისუფლების პოლიტიკის პრობლემურობას, რომელიც მეტწილად რეპრესირების, კონტროლისა და უსაფრთხოების პერსპექტივას ეფუძნება.[1] საკუთარ საწოლში ღამით ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლის ხელყოფა ადგილობრივ ქისტებში მწვავე უკმაყოფილების საგანი გახდა.[2] აღნიშნულ საქმეზე სიმართლის დადგენას და ამ პროცესში სახელმწიფო ხელისუფლების ძალისხმევის ჩვენება არსებითია ხეობაში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის აღდგენისა და ადგილობრივ თემში გაჩენილი ღრმა სოციალური ფრუსტრაციის დასაძლევად.
თემირლანმაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩაში აპროტესტებს მისი შვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას და მას მაღალი სოციალური მხარდაჭერა აქვს საზოგადოებისგან. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე პირველი საქმეა, სადაც სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება დადგა სიცოცხლის უფლებასთან კავშირში. სწორედ ამ ფოკუსით მოხვდა აღნიშნული საქმე სახალხო დამცველის 2018 წლის ანგრიშში[3] და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. [4]
ამდენად, განსახილველ საქმეზე უფლების დარღვევის ხარისხისა და მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობის გათვალისწინებით, ასევე ამ საქმის სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა,რათა სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირების მიღმა არ დარჩეს სახელმწიფო უწყების თანამშრომლების მძიმე დანაშაულებრივი ქმედებები და ადგილობრივ თემში ნდობის მშენებლობას შეუწყოთ ხელი.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით, აგრეთვე რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იქმნება საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. ამავე რეგლამენტის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დროებითი საგამოძიებო კომისიის საფუძველს წარმოადგენს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი მხრივ შესწავლილი უნდა იქნეს სუს-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრის ქმედების კანონიერების საკითხი, რაც შესაძლოა უფლებამოსილების გადამეტებაზე და სახელმწიფოს ორგანოს მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდეს, მეორე მხრივ კი უშუალოდ გამოძიების პროცესში ადგილი აქვს სუს-ის თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და განადგურების ქმედებების[5], განხორციელებას, რათა ზეგავლენა მოახდინონ გამოძიები მიმდინარეობაზე, ხელი შეუშალონ საქმეზე სამართლებრივი შედეგის დადგომას და კონკრეტული თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირთა ინტერვენცია სისხლის სამართლის საქმეებში და საკუთარი/თანამშრომლების დანაშაულებრივი ქმედებების დაფარვის მიზნით სხვა დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება უმნიშვნელოვანეს სისტემურ პრობლემას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას. თანამდებობის პირის გადაცდომა/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნეს შესწავლილი და ადეკვატურად რეაგირებული, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს მსგავსი შემთხვევები აცილებული და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობას საფრთხე არ შეექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა ქმედებების შესწავლა, რომლებიც პასუხს აგებენ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე. მოცემულ შემთხვევაში კი სწორედ თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებების დაფარვის მცდელობას აქვს ადგილი, რასაც ადეკვატურ წინააღმდეგობას საქართველოს პროკურატურა ვერ უწევს, რის გამოც მნიშვნელოვანია საქმეზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება.
მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზეც, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახი ეთნიკურად ქისტები არიან. პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების მიმართ კი სახელმწიფო უმეტესად უსაფრთხოების მიდგომებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ახორციელებს, რაც კიდევ უფრო მძიმედგამოჩნდა თემირლანმაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში. მსგავსი დამოკიდებულება კი ხეობის მოსახლეობის გაუცხოვებას, დაუცველობისა და გარიყულობის განცდას იწვევს.
ხეობის მოსახლეობა, მით უფრო ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ პანკისის ხეობის მხოლოდ უსაფრთხოების პარადიგმაში განხილვა მათ ხშირად ტერორიზმის სახელთან აკავშირებს და სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესის პირობებში ხშირად უუფლებოდ და დაუცველად რჩებიან[6]. სტიგმიდან გამომდინარე საკუთარი სიმართლის დამტკიცების და მათ მიმართ განხორციელებული ქმედებებზე სათანადო რეაგირების მიღების შესაძლებლობაც ხშირად ერთმევათ, რაც კიდევ უფრო უღრმავებთ განცდას, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ქისტი თემის წევრების სიცოცხლე გაუფასურებულია და ხეობა ნებისმიერ დროს შეიძლება იქცეს ხელისუფლების უკანონო ქმედებების ჩადენის ადგილად ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე. სწორედ ამიტომ პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის პრინციპულად მნიშნელოვანია თ. მაჩალიკაშვილის საქმეზე სამართლებრივი შედეგის დადგომა და დამნაშავე პირების გამოკვეთა. აღნიშნულის გათვალისწინებით, თავად ხეობის ახალგაზრდებიც ითხოვენ თ. მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას[7], რათა დანაშაულის ჩამდენი სახელმწიფო თანამდებობის პირების ქმედებები არ დარჩეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კონტროლის მიღმა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ გაეცნოთ, თემირლანმაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულ დარღვევებს (იხ. დანართი) და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე 62-ე მუხლების შესაბამისად უზრუნველყოთ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
ამასთან, პარლამენტში მოქმედ ფრაქციებს მოგმართავთ თხოვნით უახლოეს პერიოდში ჩანიშნოთ საკონსულტაციო შეხვედრები მაჩალიკაშვილების ოჯახთან და მათი სამართლებრივი ინტერესების დამცველებთან (EMC-თან ერთად მაჩალიკაშვილების ინტერესებს გამოძიების წინაშე ასევე იცავს კერძო ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი).
დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად საპარლამენტო ფრაქციების მოვუწოდებთ გამოიყენონ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებით საპარლამენტო კონტროლის სხვა მექანიზმები ამ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის საქმიანობის შესწავლისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.
დანართი:
პატივისცემით,
თამთა მიქელაძე
დირექტორი
[1]იხ. EMC-ის კვლევა „უსაფრთხოების მზერის ქვეშ“ ისტორია, პოლიტიკა და რელიგია პანკისის ხეობაში, 2018 წელი, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/usafrtkhoebis-mzeris-kvesh-istoria-politika-da-religia-pankisis-kheobashi
[2]იხ. ადგილობრივი აქტივისტების მიერ მომზადებული პეტიცია თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პარლამენტის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, დოკუმენტი ხელმისაწვდომია: https://manifest.ge/main/item/2407/?fbclid=IwAR2mlqJvONzNRAidRSwDlEbqMK8REW-P3NqCUNe2Wq4aTWMJyQx9FteiH4o
[3]https://reginfo.ge/human-rights/item/11267-xoravas-quchis-da-temirlan-machalikashvilis-saqmeebi-saxalxo-damzvelis-angarishshi
[4]იხ, humanrightswatch2019 წლის ანგარიში, ხელმისაწვდომია: https://www.hrw.org/world-report/2019/country-chapters/georgia
[5]აღნიშნულზე დაწვრილებით იხილეთ დანართში
[6]https://emc.org.ge/ka/products/pankisi-spetsoperatsiis-shemdeg-represiuli-politikis-sotsialuri-da-emotsiuri-shedegebi
https://emc.org.ge/ka/products/1-tseli-temirlan-machalikashvilis-mkvlelobidan
[7]https://manifest.ge/main/item/2407/?fbclid=IwAR14K79SxNSDCb8ltYEFd90Kcu_hY624f0Q2CvIjHekh0EEvhaamGMxd4tM#.XE6nbvZJG89.facebook
ინსტრუქცია