[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ვიდეო / დოკუმენტური ფილმი

პანკისი სპეცოპერაციის შემდეგ-რეპრესიული პოლიტიკის სოციალური და ემოციური შედეგები

ადგილობრივი თემის წარმომადგენლები პანკისში სახელმწიფო პოლიტიკის ფუნდამენტურ ხარვეზებზე მსჯელობენ. ისინი უთითებენ, რომ პანკისში სახელმწიფოს პოლიტიკა სოციალური ინკლუზიის, რეგიონის განვითარებისა და თანასწორი შესაძლებლობების შექმნის ნაცვლად, მეტწილად უსაფრთხოების პარადიგმაზე დგას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას უხეში რეპრესირების, დასჯისა და კონტროლის ობიექტებად აქცევს.

პანკისი ხელისუფლებების მიერ ხშირად არის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების საგანი, რაც ხეობაში მცხოვრები ადამიანების დაუცველობასა და იზოლაციას აღრმავებს. 2017 წლის 26 დეკემბერს, ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ადგილობრივებისთვის დემონსტრაციულად რეპრესიული სახელმწიფოს პოლიტიკის გააქტიურების მაგალითი იყო. მან არსებითად შეასუსტა ის ნდობა, რომელიც ბოლო წლებში უფრო მეტად სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გამო იქმნებოდა.

სპეცოპერაციის შემდეგ ხელისუფლებას არ უცდია ხეობასთან დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება და ნდობის აღდგენა. ადგილობრივების თქმით, სახელმწიფოს მიმართ ნდობის აღდგენა მათთვის, პირველ რიგში, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის სამართლიან და დროული გამოძიების პროცესზე გადის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“