საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ნინო დალაქიშვილის ვიდეოს გამყოფ ხაზთან ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ. ვიდეო გადაღებულია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში. თიგიშვილების ოჯახი საოკუპაციო ხაზთან წამოწყებული საქმიანობით ცდილობს მივიწყებული სოფლის გამოღვიძებას და ეკონომიკურ გაძლიერებას, ამასთანავე ქართულ-ოსური ურთიერთობების შენარჩუნებას.
„თიგის სახლი“ სოციალური საწარმოს კონცეფციას ატარებს და ის ადგილობრივ საზოგადოებას ეხმარება ლოკალური კულტურის წარმოჩენასა და განვითარებაში. „თიგის სახლში“ ამზადებენ ტრადიციულ ოსურ ლუდს და მცენარეულ ჩაის. მცენარეების მოგროვების საქმეში გამყოფ ხაზს მიღმა ოსებთანაც აქვთ კავშირი და ეს საქმიანობა ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარებათ. ნინო თიგიშვილის აზრით, ასეთი მცირე ეკონომიკური კავშირებით შეიძლება ნდობის მშენებლობა კონფლიქტით დაშორებულ ერთ დროს ოჯახებით დაახლოებულ ორ თემს შორის.
ვიდეო მომზადებულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ დაფუძნებული „მშვიდობის პლატფორმის“ ფარგლებში, რომელიც აერთიანებს კონფლიქტების და სამშვიდობო საკითხებით დაინტერესებულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. მათ სამშვიდობო საკითხებზე მოამზადეს არაერთი ვიდეო და სტატია, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი მომდევნო დღეებში გაგიზიარებთ.
ინსტრუქცია