საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი:კატია ჩიგალეიჩიკი [1]
შესავალი
რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველო და სომხეთი იმ ქვეყნებად რჩებოდნენ, საიდანაც მოსახლეობა გაედინებოდა: პოსტსაბჭოთა წლებში ბევრმა ადამიანმა დატოვა რეგიონი სამხედრო კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების და ეკონომიკური პრობლემების გამო. მათ დიდ ნაწილს აქვს სეზონური შრომითი მიგრაციის გამოცდილება, უმეტესწილად − რუსეთში. [1] რუსების მასიური ჩამოსვლა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შოკისმომგვრელი მოვლენა აღმოჩნდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, თავად მიგრანტებისთვისაც. ისინიც კი, ვინც რუსეთში "პოლიტიკის მიღმა" არ იყვნენ, სრულმასშტაბიან შეჭრას არ ელოდნენ. მიგრანტების ინტერვიუებში, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე ჩავწერეთ, ძირითადად ჭარბობს ბრაზი, შიში, დეპრესია და დაბნეულობა. ყველაზე მეტი უცხოელი თბილისსა და ბათუმში ცხოვრობს, ბოლო წლებში კი საქართველო რუსი და ბელარუსი პოლიტიკური მიგრანტების მიზიდულობის ცენტრად იქცა. [2]
მიგრაციის ამ ტალღის მასშტაბის შეფასებას სხვადასხვა მკვლევარი ცდილობს. თუმცა, დროის ერთ მონაკვეთში ჩასულთა რაოდენობის სწორად გამოთვლა ძალიან რთულია (migration stock): მიგრაციის პირველ წელს ადამიანების უმეტესობა საქართველოდან სომხეთში გადადიოდა და უკან ბრუნდებოდა, ბევრი რამდენჯერმე წავიდა რუსეთში, მიდიოდნენ ისრაელში რეპატრიაციის პროცედურის გასავლელად, იღებდნენ ევროკავშირის ან აშშ-ს ვიზებს − ინდივიდუალური ტრაექტორიების ბევრნაირი ვარიანტი არსებობს. მობილობის მაღალი ხარისხი ასევე ხსნის არა მხოლოდ საქართველოში მუდმივად მცხოვრები მიგრანტების რაოდენობის, არამედ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის მოგზაურობის (migration flow) დათვლის სირთულესაც. სტატისტიკური მეთოდების მუშაობას აფერხებს არა მხოლოდ მობილობის ასეთი მაღალი დონე, არამედ ტურისტული ნაკადის მიგრაციული ნაკადისგან გამიჯვნის შეუძლებლობაც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში რუსეთის 112 ათასამდე მოქალაქე იმყოფებოდა. [3] ეს ძალიან დიდი რიცხვია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონია. სხვა შეფასებით, საქართველოში 60 ათასი რუსი ჩამოვიდა და დარჩა.[4] მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ საქართველოში ემიგრაციის პიკი − 100 000 ადამიანი 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის დასაწყისში დაფიქსირდა.[5] ამის შემდეგ უკვე გადინების ტენდენცია დაიწყო. როგორც ჩანს, ათიათასობით რუსმა დატოვა საქართველო, რასაც თვითონ მიგრანტების სუბიექტური აღქმებიც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსების რაღაც ნაწილი საქართველოში რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოდის, სხვები გადიან − ზოგი რუსეთში მიდის სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგი მიემგზავრება ევროპის, ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ან ისრაელში ბრუნდება და ა.შ. [6] ვვარაუდობთ, რომ მიგრანტების გადინების ტენდენცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი შემდეგ წლებში მაინც დარჩება საქართველოში.
[1] ავტორი დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფის, Exodus-22-ის წევრია. ჩვენ ვიყენებთ ამ კვლევითი პროექტის მონაცემებს, მათ შორის − დასკვნებსა და ციტატებს. ჯგუფის წევრები არიან რუსები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს 2022 წლის ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში. კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ რუსები, რომლებიც საქართველოსა და სომხეთში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩამოვიდნენ. გამოყენებული იქნა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების კომბინაცია: ორი ონლაინ გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის მარტსა და მაისში და 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე. ასევე 2022-2023 წლებში ჩატარდა 50-ზე მეტი სიღრმისეული ინტერვიუ. https://exodus22team.wordpress.com/
ინსტრუქცია