[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საჭიროებები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში

შესავალი

2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები მძაფრი პოლარიზაციით ხასიათდება და ერთგვარი რეფერენდუმის ხასიათს ატარებს. შედეგად, მსხვილი პარტიები და გაერთიანებები ორ ბანაკად არიან დაყოფილი. ერთ მხარეს მმართველი პარტია, მეორე მხარეს კი პრეზიდენტის ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები და გაერთიანებები არიან დაჯგუფებული. ოპოზიციური პარტიების დათქმის მიხედვით, არჩევნებში ოპოზიციური ფლანგის გამარჯვების შემთხვევაში, პრიორიტეტი ქართული ქარტიით გათვალისწინებული ინსტიტუციონალური რეფორმების გატარებას მიენიჭება. შესაბამისად, მსხვილი პარტიებისა და გაერთიანებების ნაწილს არ გააჩნია დეტალური საარჩევნო პროგრამა.

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამა აუდიო-ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარადგინა პარტიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე და პროგრამის ბეჭდური ვერსია არ მოიპოვება, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ, ხუთ პუნქტიანი მოკლე დოკუმენტი წარადგინა, ხოლო კოალიციამ ცვლილელებისთვის 7 გვერდიანი დოკუმენტი. შედარებით უფრო დეტალური საარჩევნო პროგრამები წარადგინეს გაერთიანება ძლიერმა საქართველომ, გახარიამ საქართველოსთვის და გირჩმა.

ქვემოთ გთავაზობთ 6 მსხვილი პარტიისა და გაერთიანების საარჩევნო პროგრამის ანალიზს, რომელშიც პარტიების მიერ, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან.

პარტიების_პროგრამები_-_ეთნიკური_და_რელიგიური_უმცირესობები_1729848329.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“