2013-2019 წლებში რუსეთმა საქართველოს 23 ადამიანის ექსტრადიცია მოსთხოვა. ამათგან, საქართველოს ხელისუფლებამ 14 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რაც ძალიან მაღალი მონაცემია. განახლებულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, აღარ გასცემს.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან ეს მანკიერი პრაქტიკა ნორმალიზებულია. ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ექსტრადიციის შემთხვევებისას, ქართული სახელმწიფო იჩენს პოლიტიკურ ლოიალობას რუსეთის ფედრაციის მიმართ და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის რისკებს არასათანადოდ აფასებს.
ჩვენთვის მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც სრულად გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოს სახელმწიფომ დაუშვას რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც უკვე წლებია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ საერთაშორისო დანაშაულებს ჩადის, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა და რეპრესიული, კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის წინაშე ადამიანების ექსტრადირება.