საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საზოგადოებაში გაჩენილი პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, 2020 წლის შრომის რეფორმამ დეკრეტული შვებულების სტანდარტი ვერ გააუმჯობესა.
დასაქმებულთათვის უმთავრეს პრობლემა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაა, რომელიც მთელი დეკრეტული შვებულების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გასაცემ ერთჯერად 1 000 ლარს ითვალისწინებს. მინიმალური ანაზღაურების პირობებში, ცხადია მშობელი ბავშვის მოვლის ღირსეულ უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, რაც საბოლოოდ დეკრეტული შვებულების არასრულად გამოყენებაში, სამსახურში მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებასა და პრაქტიკულად, დეკრეტული შვებულების უფლების შეზღუდვაში გამოიხატება.
გამოწვევაა მამობის შვებულების არარსებობაც. 2020 წლის რეფორმამ ბავშვის მამას ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღების შესაძლებლობა მისცა, თუმცა ამგვარი შვებულება მამის ექსკლუზიური უფლება არ არის და მისი გამოყენების შემთხვევაში ბავშვის დედა ამ დეკრეტული დღეებით ვეღარ ისარგებლებს. დღესდღეობით ბავშვის დედასა და მამას დეკრეტული შვებულების ერთდროულად გამოყენების საშუალება არ აქვთ.
შრომის რეფორმის მცირე პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, დეკრეტული შვებულების საკანონმდებლო სტანდარტი ღირსეული შრომის უფლების სათანადო დაცვას, აღსრულებასა და დასაქმებულთა თანასწორობის უზრუნველყოფას კვლავ ვერ ხერხებს.
ანალიტიკური დოკუმენტი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია