[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ვიდეო / ანალიტიკა

შრომის რეფორმა - ინტერვიუ კოტე ერისთავთან

2020 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა შრომის რეფორმის ხანგრძლივი და წინააღმდეგობრივი პროცესი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეიცვალა არსებული შრომის კანონმდებლობა.
შრომის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა სექტემბერში მიიღო:
  • გაფართოვდა შრომის ინსპექციის მანდატი;
  • გამკაცრდა ანტიდისკრიმინაციული რეგულირება;
  • მოწესრიგდა შესვენებისა და დასვენების დრო.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების ნაწილი ხელშესახებად აუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის აგრესიული ლობირების შედეგად, სარეფორმო პაკეტში ვერ მოხვდა არაერთი ფუნდამენტური წინადადება.

შრომის რეფორმის პროცესსა და შინაარსზე გთავაზობთ #ინტერვიუს GIPA-ს პროფესორთან, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელთან, კოტე ერისთავთან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“