საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჭიათურის მოსახლეობის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება და სახელმწიფოს პრობლემის დროული გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. უკვე მეათე დღეა, შუქრუთის მოსახლეობა კოროხნალის მაღაროსთან აქციებს მართავს და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. წლებია, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვებას უმძიმესი სოციალური და ეკოლოგიური გავლენები ახლავს თან. სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ზოგიერთ სოფელში, მათ შორის, შუქრუთსა და ითხვისში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები ეწირება, თუმცა საცხოვრისების დაზიანებისა და განადგურებისთვის სათანადო კომპენსაციას ადგილობრივები წლებია ვერ იღებენ.
სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ზოგიერთ სოფელში, მათ შორის, შუქრუთსა და ითხვისში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები ეწირება, თუმცა საცხოვრისების დაზიანებისა და განადგურებისთვის სათანადო კომპენსაციას ადგილობრივები წლებია ვერ იღებენ.
დაზარალებული მოსახლეობის პროტესტის პარალელურად, შუქრუთში მოქმედ 14 მაღაროში დასაქმებულებმა, სოლიდარობის ნიშნად, მუშაობა შეაჩერეს. მიმდინარე პროტესტი ადგილობრივების რამდენიმეწლიანი ბრძოლის გაგრძელებაა. ჯერ კიდევ 2019 წლიდან, სოფლის მაცხოვრებლები უთითებდნენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მოპოვებითი საქმიანობის შედეგად, მათი საცხოვრისები ზიანდებოდა და ინგრეოდა. ამავე პერიოდიდან კომპანია პასუხისმგებლობას თავს არიდებდა და უთითებდა, რომ დაზიანებები არა მის მიერ, არამედ გასულ საუკუნეში წარმოებულ სამუშაოებს უკავშირდებოდა. მეხუთე წელია, ადგილობრივები კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციასა და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის მხარდაჭერას ითხოვენ, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გადაწყვეტილების მიმღები პირებისაგან მათი საჭიროებები პრაქტიკულად იგნორირებულია.
2021 წელს შუქრუთის მაცხოვრებლების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენების შემდეგ, კომპანიასა და მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც ადგილობრივების კომპენსირებას ითვალისწინებდა. არსებული ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზი” ამ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს და დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციას შეთანხმებული პირობებით და ვადაში არ უხდის.
კომპანიის მიერ მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების უგულებელყოფის ფონზე, ადგილობრივები უთითებენ, რომ სოფელში ცხოვრება სულ უფრო მეტად ხდება საფრთხის შემცველი - კიდევ უფრო მეტ სახლს უჩნდება ბზარი და იმატებს საცხოვრისების ნგრევის ალბათობა. მათი მთავარი მოთხოვნა ცხოვრების უსაფრთხოდ გაგრძელებაა. ამ მიზნით, ადგილობრივები მათ საკუთრებაში არსებული ქონების ობიექტურ შეფასებასა და, აღნიშნულ გაანგარიშებაზე დაყრდნობით, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წლების განმავლობაში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკები სულ უფრო მეტად იზრდება.[1] უმძიმესი და აშკარა უფლებადარღვევების ფაქტების მიუხედავად, სახელმწიფო კვლავ არ რეაგირებს და მოქალაქეების კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. Აღსანიშნავია, ისიც, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ იგი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ 2017 წლიდან სპეციალური მმართველის ხელით მართავს და ამდენად, უშუალო გავლენა აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
სახელმწიფო ასევე არ დგამს ნაბიჯებს მოპოვების შედეგად საცხოვრისების დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში მოსახლეობის სამართლიანი და დროული კომპენსირების ერთიანი ჩარჩოს შემუშავებისათვის. Შედეგად, მოპოვებითი საქმიანობებით დაზარალებულ მოსახლეობას სრულიად მარტო კომპანიის პირისპირ ტოვებს და იძულებულს ხდის, შევიდეს კომპანიასთან არათანაბარ და ასიმეტრიულ მოლაპარაკების პროცესში, რომელშიც, “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც ყველა რესურსით არის აღჭურვილი, იმთავითვე მომგებიან მდგომარეობაშია. Სწორედ ეს უთანასწორო პირობები და სახელმწიფოს მხრიდან მიტოვებულობის განცდა აიძულებს ჭიათურელ მშრომელებს და დაზარალებულ მოსახლეობას ფართო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად პერიოდულად პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს და დარღვეული უფლებების აღდგენას ამ გზით შეეცადოს.
როგორც ითქვა, შუქრუთი არ არის ერთადერთი სოფელი, რომელიც განადგურების საფრთხის წინაშე დგას. მსგავსი გამოწვევებია ითხვისშიც, სადაც მოსახლეობა წლებია “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობის დადგენას ითხოვს მათი საცხოვრისების ნგრევისა და დაზიანებისათვის, თუმცა, კვლავ უშედეგოდ. “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის ფორმა კი ქმნის იმის საფრთხეს ქმნის, რომ, შუქრუთის და ითხვისის მსგავსად, იმავე მდგომარეობაში სხვა არაერთი სოფელი აღმოჩნდება.
შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაიაზროს ის, რომ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის ადამიანებს პროტესტის უკიდურესი ფორმებისათვის მიმართვა და მინიმალური კომპენსაციის ლოდინი წლობით არ უნდა სჭირდებოდეთ. სწორედ სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს კომპანიის თვითნებობა და მანვე უნდა უზრუნველყოს უმოკლეს ვადებში მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ:
ცენტრალურ ხელისუფლებას:
ადგილობრივ მუნიციპალიტეტს:
„ჯორჯიან მანგანეზს”:
[1] იხ., საქართველოს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე, 2017 წლის 11 მაისი.
ინსტრუქცია