[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

ბრძოლა ანტიგენდერული მოძრაობების წინააღმდეგ: პოპულისტური ფემინიზმისთვის?

წიგნიდან: ანტიგენდერული პოლიტიკა პოპულისტურ დროში

წყარო/ციტირება: Graff, A., & Korolczuk, E. (2021). Anti-Gender Politics in the Populist Moment (1st ed.). Routledge. https://doi.org/10.4324/9781003133520

2016 წლის 3 ოქტომბერს, წვიმიან ნაშუადღევს ვარშავაში საქალაქო ავტობუსში ვისხედით, ერთმანეთს გაოგნებულები ვუყურებდით. ჩვენი თანამგზავრების ნახევარი მაინც სხვადასხვა ასაკის ქალები იყვნენ, ყველა შავებში ჩაცმული, ბევრ მათგანს არა მხოლოდ სველი ქოლგები, არამედ ფემინისტური აბრები და ბანერები ეჭირა. ჩვენ ყველანი ერთი მიმართულებით და ერთი მიზნით მივდიოდით: მიგვეღო მონაწილეობა პოლონეთში აბორტის აკრძალვის შემოთავაზებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში. ჩვენც გვეჭირა ხელნაკეთი აბრა, რომელიც კაცებს ჩვენს ბრძოლაში იწვევდა და ჩვენც ვიგრძენით ქალაქს მოდებული ემოციების ტალღა: ბრაზი, იმედი, აღფრთოვანება და სოლიდარობის თავისებური განცდა. ფემინისტური რევოლუცია, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია შეუძლებლად მივიჩნევდით, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობდა.

2016 წლის დასაწყისიდან პოლონეთი ქალთა უპრეცენდენტო მასშტაბის მობილიზაციის მომსწრე გახდა: მსვლელობები, მიტინგები, პიკეტები, საჯარო დებატები და სოციალური მედიის კამპანიები, თავდაპირველად, აბორტის უფლების სრული აკრძალვის შემოთავაზებას ეხმაურებოდა, რომელიც ანტი-გენდერული კამპანიების ერთ-ერთმა მთავარმა აქტორმა, ორდო იურისის ინსტიტუტმა დააყენა დღის წესრიგში. პროტესტის პირველმა ტალღამ პიკს 2016 წლის 3 ოქტომბერს პოლონელ ქალთა გაფიცვით (ამიერიდან „გაფიცვა“) მიაღწია ჰეშთეგით #BlackMonday, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200 ქალაქში, 150 000 ადამიანის მობილიზება შეძლო. მოძრავი ვიზუალით — ვარშავის ციხის მოედანზე "ქოლგების ზღვის" სურათები, შავებში ჩაცმული უამრავი გაბრაზებული ქალის სახე და რადიკალური ბანერები დასამახსოვრებელი სიმბოლოებით (იხ. სურათი 6.1) - ე.წ. შავი პროტესტი საერთაშორისო მედიაში მოხვდა და მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა ერთი წლის შემდეგ 2017 წლის 8 მარტის ქალთა საერთაშორისო გაფიცვისთვის. (Graff 2019; Gunnarsson Payne 2020b; Korolczuk et al. 2019; Kubisa და Rakowska 2018; Majewska 2016; Murawska და Włodarczyk 2017).

ამ თავში ჩვენ გთავაზობთ ქალთა მობილიზაციის მოკლე მიმოხილვას მთელ მსოფლიოში, რომელსაც პოლონეთის შავი პროტესტების დეტალური აღწერა მოყვება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია შემოგთავაზოთ ყველა ქვეყნის ფემინისტური პროცესების ყოვლისმომცველი სურათი, ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლონური მოძრაობის ტრანსნაციონალურ კავშირებს, პოლონელ ქალთა გაფიცვის საერთაშორისო წყაროებსა და რეზონანსებს. შემდეგ, ჩვენ განვიხილავთ მობილიზაციის წარმატების მიზეზებს: მძლავრი კულტურული სიმბოლოების ეფექტურ გამოყენებას, პროტესტის გაფიცვის სახით ჩამოყალიბების შედეგებს და მობილიზაციის მაკავშირებელი ლოგიკის მნიშვნელობას, რომელიც დაფუძნებულია მოქნილი, ადვილად პერსონალიზებული სამოქმედო ჩარჩოების გამოყენებაზე. და ბოლოს, ჩვენ განვავითარებთ არგუმენტს „პოპულისტური ფემინიზმის“ შესახებ, კერძოდ, ფოკუსირებულს მონაწილეთა "ჩვეულებრივ ქალებად" თვითიდენტიფიცირებაზე, ემოციების მობილიზებასა და განსხეულებული [embodied] ცოდნის გამოყენებაზე, რომელიც პოპულისტური მოძრაობებისთვის დამახასიათებელი ეპისტემას სახეა (Gunnarsson Payne 2020b. ; Korolczuk 2020).

ბრძოლა_ანტიგენდერული_მოძრაობების_წინააღმდეგ_1691058542.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“