[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / პროექტები

საქართველოს განათლების სისტემაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე არსებული უთანასწორობების შემცირება პოზიტიური პრაქტიკების შექმნისა და ადვოკატირების გზით

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: USD 25,000

ხანგრძლივობა: 2022-2023 წელი

ხარისხიანი განათლება საერთო გამოწვევაა საქართველოში. თუმცა, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე საქართველოს განათლების სისტემის თითქმის ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, სკოლა, პროფესიული, უმაღლესი)  კიდევ უფრო უთანასწოროა და სუსტი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ვლიდება სკოლამდელი განათლების საფეხურზე, სადაც სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობა სკოლამდელ განათლებაზე 2.7 ჯერ ნაკლებია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. უფრო მეტიც, ბოლნისის, დმანისის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების არც ერთ აზერბაიჯანულ სოფელში არ ფუნქციონირებს სკოლამდელი დაწსებულება. მწვავე სიტუაციაა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილშიც.

პროექტის მიზანია საქართველოს განათლების სისტემაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე არსებული უთანასწორობების შემცირება პოზიტიური პრაქტიკების შექმნისა და ადვოკატირების გზით.

პროექტის მიზნის მისაღწევად პროექტის გუნდი შემდეგ ღონისძიებებს ახორციელებს:

  1. განათლების ყველა დონეზე ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, ამ საკითხებზე მომუშავე თანამოაზრე ექსპერტების ჩართულობით და პარტნიორი მედია ორგანიზაციების დახმარებით, აქტუალურად დგას საზოგადოების, პოლიტიკური ელიტის და სახელმიწფო უწყბებების დღის წესრიგებში.
  2. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარას სათემო ცენტრში მომზადებულია და ხორციელდება ერთწლიანი საპილოტე მოსამზადებელი პროგრამა ხულდარაში მცხოვრები ბავშვების სკოლისთვის მოსამზადებლად. აღნიშნული ინტერვენცია შესაძლოა გახდეს დროებითი მექანიზმის სკოლამდელი განათლებაში არსებული უთანასწორობების შევსებისთვის და გახდეს მაგალითი სხვა სოფლებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის და განათლების სამინისტორსთვის.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნულ პროექტს ახორცილებს ადგილობირივი სათემო ორგანიზაციასთან, ახალი აზროვნების ინსტიტუტთან ერთად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“