[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / ანალიტიკური დოკუმენტები

უფლებების ჩამორთმევის მექანიზმი ნარკოტიკულ დანაშაულებზე

პრობლემის აღწერა და კანონმდებლობა

საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა პრევენციაზე მეტად სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებისკენ არის მიმართული, რაც მძიმე სასჯელების გარდა ადიქციასთან დაკავშირებული ზრუნვის სისტემის არაეფექტიანობაშიც გამოიხატება. კანონმდებლობა, პასუხისმგებლობის ძირითადი ზომის - სასჯელის/სახდელის გარდა, უფლებების ჩამორთმევის სახით დამატებით შეზღუდვებს უწესებს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სამართალდარღვევის ჩამდენ პირებსაც. დოკუმენტის მიზანია, უფლებების ჩამორთმევის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი ამ მექანიზმის სისტემური რეფორმის ადვოკატირების მიზნით.

უფლებების ჩამორთმევა ნარკოტიკული დანაშაულისა და სამართალდარღვევის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ერთ-ერთი პრობლემური მექანიზმია. მისი მომწესრიგებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონია (შემდგომში: კანონი).

კანონი ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის ე.წ. „სამოქალაქო უფლებების“ ავტომატურად ჩამორთმევას ითვალისწინებს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (ასკ-ის 451 მუხლი) ჩამდენი პირებისთვის უფლებების ჩამორთმევის დისკრეციას საქმის განმხილველ მოსამართლეს უტოვებს. საჯარო უწყებები (უზენაესი სასამართლო, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო) არ აწარმოებენ სტატისტიკას სამართალდამრღვევებისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ. შესაბამისად, უცნობია იმ პირთა ზუსტი ოდენობა, რომელთაც ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდების გამო, ჩამორთმეული აქვთ კონკრეტული უფლებები. აქედან გამომდინარე, რაოდენობრივი მონაცემების პრაქტიკულად არარსებობის პირობებში, პრობლემის მასშტაბები არ არის სრულად აღქმადი.

აღსანიშნავია, რომ კანონი „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა და მას არამხოლოდ შინაარსობრივი, არამედ სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. კანონი მძიმე შინაარსობრივ შეზღუდვებს აწესებდა ნარკოტიკულ დანაშაულში მჯსავრდებული პირებისთვის. ამავდროულად, ის სიმბოლურადაც ყურადღებას ამახვილებდა ნარკოტიკის მომხმარებლებზე - როგორც განსაკუთრებით სახიფათო ჯგუფზე, რომლებიც სასჯელის მოხდის შემდეგაც კი უნდა დარჩნენ საზოგადოებისგან გარიყულნი და უუფლებო. ბოლო წლებში ნარკოპოლიტიკის რეპრესიული ბუნების შემსუბუქების მიუხედავად, ეს კანონი დღემდე აგრძელებს მოქმედებას და პირიქით, 2012 წლის შემდეგ მიხი მოქმედების არეალო მხოლოდ და მხოლოდ გაფართოვდა.

პოლიტიკის_დოკუმენტი_GEO_1716382626.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“