საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოფელი ტურცხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული. ამ სოფელში ჯავახეთის სხვა სოფლების მსგავსად მწვავედ დგას საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი.
სიღარიბის და უმუშევრობის გამო ქვეყნიდან შრომით მიგრაციაში წასულ ტურცხელებს, რომლებმაც სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ დაკარგეს, დღეს სახელმწიფო მოქალაქეობის აღდგენაზე/მიცემაზე უარს ეუბნება. უარის ძირითადი მიზეზი სახელმწიფო ენის არცოდნაა. ეს მაშინ, როდესაც ამ ადამიანების დიდ ნაწილს განათლება საბჭოთა პერიოდში აქვს მიღებული და ცხადია, რომ მათთვის ქართული ენის ცოდნა რთულია.
მოქალაქეობის არარსებობა ამ ადამიანებს საბაზისო სამოქალაქო, პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს ართმევს. მათ დიდ ნაწილს ოჯახები, შვილები, საცხოვრებელი სახლი საქართველოში აქვს და საკუთარ სამშობლოსთან მჭირდო ემოციური, სოციალური და კულტურული კავშირები აქვთ.
ჩვენ ვითხოვთ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას და მათ უფლებებზე და სპეციალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომების გატარებას.
ინსტრუქცია