საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მოკლე აღწერა.საკანონმდებლო ინიციატივები მიზნად ისახავს მოქმედი რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას. ამ მიზნით, პლატფორმამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგი მიმართულებებით:
.საქართველოში მოქმედი ნარკოტიკული დანაშაულის მომწესრიგებელი კანონმდებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. გარდა იმისა, რომ ზოგადად ნარკოტიკის მოხმარება არის კრიმინალიზებული, სხვა ტიპის ნარკოტიკული დანაშაულებისთვის (შეძენა/შენახვა, კულტივირება) გათვალისწინებულია არაადეკვატურად მძიმე სანქციები. ნარკოტიკული ნივთიერებების დაახლოებით ¾-ისთვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მცირე და საშუალო (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის) ოდენობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნარკოტიკების უმცირესი ოდენობაც კი კანონით მიიჩნევა დიდ ოდენობად და მისთვის სანქციის სახით რამდენიმეწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. კრიმინალიზების და იზოლაციის ტენდენცია დამატებით მარგინალიზებას უწევს ამ ჯგუფს და ზრდის მათი და მათი ოჯახების სოციალურ მოწყვლადობას.
გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას⇓
ინსტრუქცია