საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უკანასკნელ წლებში, ახალი ბიჰევიორიზმის, სოციალური ინვესტიციებისა და ახალი უნივერსალიზმის პარადიგმები ფართოდ გავრცელებულია სამეცნიერო და პოლიტიკურ საზოგადოებებში. ახალი ბიჰევიორიზმი, როგორც ერთ-ერთი დომინანტური პარადიგმა სოციალურ პოლიტიკაში, მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ტალერმა 2017 წელს ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკაში, ხოლო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა მიიღეს ეს პარადიგმა. სოციალური ინვესტიცია, რომელიც ძირითადად ჰემერიკთან ასოცირდება, კიდევ ერთ დომინანტურ პარადიგმად იქცა, როცა ევროკავშირმა (EU) 2000 წელს მიიღო ლისაბონის სტრატეგია - პოლიტიკა, რომელიც, 2013 წელს, სოციალური ინვესტიციების პაკეტის მიღებით გაძლიერდა. ახალი უნივერსალიზმი, დომინანტური პარადიგმის სტატუსით, 2000 წელს მიღებული გაეროს ათასწლეულის დეკლარაციით დაწინაურდა. დეკლარაციაში განისაზღვრა ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDGs), 2015 წელს კი, მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) დამტკიცდა.
წინამდებარე სტატია გვთავაზობს თანამედროვე სოციალური პოლიტიკის ლიტერატურაში არსებული პარადიგმების - ახალი ბიჰევიორიზმი, სოციალური ინვესტიცია და ახალი უნივერსალიზმი - კრიტიკულ ანალიზს. სოციალური პოლიტიკის ამ პარადიგმების შესახებ არსებული ბოლოდროინდელი ლიტერატურის ყოვლისმომცველ მიმოხილვაზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებები გამოყენებულია პერსპექტივად, იმის გამოსაკვლევად და განსახილველად, თუ როგორ უდგებიან და ეხმაურებიან შერჩეული პარადიგმები სიღარიბესა და სახელმწიფოს ვალდებულებას მისი შემსუბუქების მიმართულებით.
სტატიის თარგმანი მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
ინსტრუქცია