საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, 25 ივნისს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშით წარდგება. მოხსენება რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ფარავს და აჯამებს მთავრობის მიერ თითოეული მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილი საქმიანობას.
ჩვენი შეფასებით, ანგარიშში მოცემული ინფორმაცია სრულად არ მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას, ყურადღების მიღმა ტოვებს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ წუხილებს და ინტერესებს. ბევრი მიმართულებით, რაზეც ანგარიშში პოზიტიურად არის მსჯელობა, რეალური, სოციალურ საჭიროებებზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ქმედებები მთავრობის მიერ ამ დრომდე არ გადადგმულა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქვეყანაში სოციალური და თანასწორობის საკითხები, კვლავაც კრიტიკულია მართლმსაჯულების და მართლწესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო ჯეროვანი, ყოვლისმომცველი რეფორმების ინიცირება და კვლავაც ფრაგმენტული, კანონმდებლობაში ფორმალური ცვლილებებით შემოიფარგლება.
ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებები 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებების მიერ ჩატარებული აქტივობების ტექნიკური აღწერაა და ის მიმდინარე პროგრამებისა და ინტერვენციების თვისებრივ და შედეგობრივ ანალიზს არ შეიცავს. ანგარიში არც მიმდინარე პოლიტიკური და უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეფლექსირებას შევხვდებით და სრულად მოკლებულია კრიტიკულ პერსპექტივას. დოკუმენტში ასევე არაფერია ნათქვამი, მიმდინარე წლის გამოცდილებების ფონზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი მომავალი ცვლილებების შესახებ.
ჩვენი შეფასების დოკუმენტში მიმოხილულია შემდეგი თემები:
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია