საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2022 წლის 17 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელეები დაობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცული უფლების - საჯარო სამსახურში შეუფერხებელი საქმიანობის უფლების დარღვევაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ტოლფასი თანამდებობების ან სამართლიანი კომპენსაციის გარეშე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, მოსარჩელეთა მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მის მიერვე მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას საჯარო მოსამსახურეთა შეუფერხებელი საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი მსჯელობა არაერთ ფაქტობრივ და ლოგიკურ შეუსაბამობას შეიცავს.
წინამდებარე ანალიტიკურ დოკუმენტში კრიტიკულად არის შეფასებული გადაწყვეტილების ძირითადი პრობლემური ასპექტები, მათ შორის, სასამართლოს მიერ:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი მიდგომა ასახავს სასამართლოს ბოლოდროინდელ ტენდენციას, თავი აარიდოს ეფექტიანი და დროული კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იჩენს საკმარის სიფხიზლესა და კრიტიკულობას, ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების კონსტიტუციურ ჩარჩოში მოსაქცევად და თვითნებობის აღსაკვეთად, რაც მისი, როგორც კონსტიტუციის გარანტის უპირველესი ვალდებულებაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების კრიტიკული შეფასება სრულად შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია