საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელი ზარდიაანთკარი მოსახლეობისგან დაიცალა. საქართველომ სოფელზე კონტროლის აღდგენა მხოლოდ 2012 წლის ზაფხულში შეძლო. მავთულხლართები დღეს სოფელს შუაზე ჰყოფს, სოფლის შესასვლელში და შუაში ქართული საგუშაგოა განთავსებული.
2008 წელს ომით დანგრეული სახლების კომპენსაცია მხოლოდ სამმა ოჯახმა მიიღო, თუმცა სახლების რეაბილიტაცია ამ თანხით მათაც ვერ შეძლეს, რადგან 5 წელი დევნილობაში ცხოვრობდნენ და სოფელში ჩასვლაც არ შეეძლოთ. დაბრუნების შემდეგ მოსახლეობამ დანგრეულ, დამწვარ სახლებში თავიდან დაიწყო ცხოვრება.
2020 წელს პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით უნდა მომხდარიყო ზარდიაანთკარში სახლების აღდგენა. თუმცა სახლების რეაბილიტაციის პროცესი დღემდე არ დაწყებულა. 2022 წელს, არც გორის მუნიციპალიტეტის და არც ცენტრალურ ბიუჯეტში, ზარდიაანთკარში სახლების რეაბილიტაციისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული.
ინსტრუქცია