[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ინფოგრაფიკა

ხელისუფლებას კვლავაც არ აქვს დეოკუპაციის სტრატეგია

ხელისუფლებას ამ დრომდე არ აქვს შემუშავებული ოკუპაციასთან და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასთან საპასუხო სტრატეგია, რომელიც მის გადაწყვეტილებებს და მცდელობებს ოკუპაციასთან დაკავშირებით თანმიმდევრულს, განჭრეტადს და ანგარიშვალდებულს გახდიდა.

იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა და ბუნდოვანება არსებობს, ამგვარი დოკუმენტის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ეროვნულ დონეზე შეთანხმების მიღწევისთვის.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას არ განუახლებია კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგია. „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ - ეს სტრატეგია ხელისუფლებამ 2010 წელს მიიღო და შეიმუშავა შესაბამისი სამოქმედო გეგმაც. ჩართულობის სტრატეგია მიუთითებს, რომ ის განახლებადი დოკუმენტია და ითვალისწინებს გადახედვას ყოველ 6 თვეში ერთხელ სამუშაო დონეზე და ყოველ 3 წელში ერთხელ სტრატეგიულ დონეზე. თუმცა მისი მიღებიდან 12 წლის თავზე, სტრატეგიული მნიშვნელობის ეს დოკუმენტი არ განახლებულა და ის ვერ პასუხობს კონფლიქტის რეგიონებსა და მის მიმდებარედ შექმნილ მძიმე უფლებრივ, ჰუმანიტარულ და სოციალურ გამოწვევებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“