საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფი ხელისუფლებას სთავაზობს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ მათი ვალდებულება.
თებერვლის მიწურულს რუსეთის ფედერაციის შეჭრას უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიციცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას თავისუფალმა სამყარომ უკრაინის ერთსულოვანი მხარდაჭერით უპასუხა. ამოქმედებული უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები რუსეთის ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ სექტორს აუნაზღაურებელ, დროში გაწელილ ზარალს მიაყენებს.
იმ დროს, როდესაც ქართული საზოგადოება უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს, აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებების აღელვებას იწვევს მათთან ფესვგადგმული მოსაზრება, რომ ხელსაყრელ ვითარებაში საქართველო შეეცდება ძალისმიერი გზით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს არაერთხელ გაუცია ძალის არგამოყენების გარანტიები უმაღლეს დონეზე, ამგვარი რწმუნებების მიმართ სოხუმი და ცხინვალი მუდმივად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. მით უმეტეს ახლა, როდესაც ცეცხლზე ნავთს ასხამს მედიასა და სოციალურ ქსელებში ზოგიერთი აგრესიული თუ პროვოკაციული ჯგუფის მოწოდებები და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამონათქვამები.
ამავე დროს, რუსეთის ეკონომიკის გარდაუვალი დაკნინება აუცილებლად გამოიწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას, ვინაიდან ამ რეგიონების ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკასთან ძლიერ არის ინტეგრირებული და პრაქტიკულად მის დანამატს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ სოხუმისა და ცხინვალისთვის განკუთვნილი დოტაციები უახლოეს მომავალში საგრძნობლად შემცირდება.
აღნიშნულის ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ აფხაზები და სამხრეთელი ოსები შეშფოთებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს და ღელავენ საკუთარ მომავალზე.
ჩვენ, კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაზე მომუშავე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მიგვაჩნია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ახლავე უნდა მოახდინოს სოხუმისა და ცხინვალის ხსენებულ შეშფოთებებზე ადეკვატური რეაგირება.
კერძოდ, მნიშვნელოვანია:
ხელმომწერები:
ინსტრუქცია