საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართავს ონლაინ დისკუსია თემაზე: "საქართველო უკრაინის ომის კონტექსტში".
დისკუსიის ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკური და აკადემიური გამოცდილების მქონე ექსპერტები და აკადემიის წარმომადგენლები საუბრობდნენ უკრაინაში მიმდინარე ომზე და იმ გავლენებზე, რომელიც რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო პროცესებს, საქართველოზე აქვს.
მომხსენებლები:
მოდერატორი - თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, რომ ის არ შეუერთდება რუსეთისთვის დაკისრებულ ეკონომიკურ სანქციებს და ის ამ კრიზისში პრაგმატულ გზას ირჩევს, საზოგადოების ფართო ჯგუფების კრიტიკა მოყვა. არგაღიზიანების პოლიტიკამ, რომელიც 2012 წლის შემდეგ რუსეთთან ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი გახდა, უკრაინაში მიმდინარე უმძიმესი ომისა და დასავლური ინსტიტუციების მაღალი მხარდაჭერის პირობებში, მძიმე ფორმები მიიღო და მთავრობის პროდასავლური მისწრაფებები და ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ინსტრუქცია