[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის, უკრაინაზე თავდასხმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო იარაღის გამოყენების ფონზე, გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს. ასევე, მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები ცალსახად ვემიჯნებით და ვგმობთ პრემიერის აღნიშნულ განცხადებას, რადგან იგი არ გამოხატავს ქართველის ერის სულისკვეთებას, არ ემსახურება მის ინტერესებს და არ მართლდება ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკით.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის განცხადება გავრცელდა 25 თებერვალს, როცა საქართველო ტკივილით იხსენებს, 101 წლის წინ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის შემოჭრასა და პირველი რესპუბლიკის დაცემას, რასაც შედეგად დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ტერორის 70 წელი, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, სასტიკი რეპრესიები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტის განადგურება მოჰყვა.

საქართველოს მეგობრისა და სტრატეგიული მოკავშირის, უკრაინისთვის ამ რთულ დროს დასავლური ერთობისგან გამიჯვნა არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი დარტყმა და ისტორიულად შეფასდება როგორც უღირსი საქციელი. ამასთან, აღქმული იქნება ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის ღალატად, რომელიც ახლა უთანასწორო ბრძოლაშია მტრის წინააღმდეგ.

პრემიერის განცხადება არ გამოხატავს საქართველოს საზოგადოების აზრს, რომელმაც 24 თებერვალს გამართული უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი აქციისას ნათლად გამოხატა ისტორიის რომელ მხარეს სურს ყოფნა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელსუფლებას:

  • დადგეს ანტირუსული დასავლური ალიანსის გვერდით;
  • საქართველოს უსაფრთხოების გეგმა დასახოს ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად;

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
  • პრევენცია პროგრესისთვის
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“