[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ფოტო

სოფელი გორელოვკა - ფოტოპროექტი

გორელოვკა ნინოწმინდის ერთ-ერთი სოფელია და გამოირჩევა ეთნიკური და რელიგიური სიჭრელით, აქ სამი კულტურა იყრის თავს - მოსახლეობის ნაწილი აჭარელი ეკომიგრანტია, ნაწილი ეთნიკურად სომეხი და მცირე ნაწილი დუხობორი.

დუხობორები საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში 1841 წლიდან ცხოვრობენ. დღეს ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში უკვე მხოლოდ რვა ოჯახიღაა დარჩენილი. მათი ნახვა ვერ მოვახერხეთ, თუმცა, შემორჩა უამრავი გამორჩეული სახლი, რომელიც დატოვეს და რომლებშიც ახლა აჭარელი ეკო-მიგრანტი ოჯახები ცხოვრობენ.

თითქოს ყველაფერი კარგად უნდა იყოს - გამორჩეული გარემო, ულამაზესი არქიტექტურა, ყარყატები, რომლებსაც ბუდეები სახლის სახურავებზე აქვთ მოწყობილი. სოფელი ალპურ ზონაშია. მკაცრი კლიმატური პირობებისა და მკვეთრად ჩამორჩენილი ინფრასტრუქტურის გამო, აქ ცხოვრება განსაკუთრებით რთულია. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, იმის რომ დუხობორებმა სოფელი დატოვეს. თუმცა, აჭარელ ეკო-მიგრანტებს, რომლებიც ერთხელ უკვე გამოერიდნენ საშიშ გარემო-პირობებს და აქ დასახლდნენ, დიდი არჩევანი არ აქვთ. ამიტომ ცხოვრობენ აქ და სახელმწიფოსგან უკვე უამრავი წელია სახლებისა და მიწების დაკანონებას ელოდებიან, რომ ამ მიწის დამუშავებით არსებობა შეძლონ.​

ფოტოპროექტის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და და შესაძლოა ის არ გამოხატავდეს შვეიცარიის საელჩოს პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“