[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / ინფოგრაფიკა

სიღარიბის ზღვარი

სიღარიბის მასშტაბის განსაზღვრის ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იმ დღიური ზღვრის დაწესებაა, რომელზე ნაკლები შემოსავალიც სიღარიბეში ცხოვრებას ნიშნავს.
საერთაშორისო დონეზე სიღარიბის ზღვარი ქვეყნების ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის (მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1 145 აშშ დოლარი და ნაკლები) სიღარიბის ზღვარი დღეში 2.15 აშშ დოლარია; ქვედა საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის (მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1 146 – 4 515 აშშ დოლარი) - 3.65 აშშ დოლარი, ხოლო ზედა საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის (მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 4 516 – 14 005 აშშ დოლარი) - 6.85 აშშ დოლარი.
2022 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 47.7 %, დღეში 6.85 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობდა, რაც მკვეთრად ჩამორჩება არაერთი ქვეყნის, მათ შორის, მეზობელი ქვეყნების (სომხეთის გარდა) მაჩვენებლებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“