საქართველოში ათასობით მშრომელის ხელფასი მწირი და მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის არასაკმარისია.
ამასთან, ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობა იზრდება, თუმცა ხელფასების გადანაწილება მკვეთრად უთანასწოროა.
ხელფასების გადანაწილების მხრივ უთანასწორობას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, 2023 წლისთვის:
- ყველაზე მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების მეათედის საშუალო ხელფასი 102-ჯერ აღემატებოდა ყველაზე დაბალშემოსავლიანი დასაქმებულების 10 %-ის საშუალო ხელფასს;
- ყველაზე მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების 1 %-ის საშუალო ხელფასი 263-ჯერ აღემატებოდა ყველაზე დაბალშემოსავლიანი დასაქმებულების 10 %-ის საშუალო ხელფასს