[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / ანალიტიკური დოკუმენტები

შრომის ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა

Stites_shutterstock_102343810.WEB__850_593-1-e1449596608786-660x330

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად განხორციელდა შრომის სფეროს მაქსიმალური დერეგულირება, რაც გამოიხატა დასაქმებულთა დაცვის მინიმალური სტანდარტებისაგან დაცლილი შრომის კანონმდებლობის შექმნასა და შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმის, შრომის ინსპექციის გაუქმებაში. ამგვარმა პოლიტიკამ მძიმე გავლენა იქონია დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე და სისტემური გახადა შრომის უფლების დარღვევები, რაც მათ შორის, სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალ მაჩვენებელში გამოიხატა.

2013 წლიდან შრომის პოლიტიკის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების დიდი ნაწილი არაეფექტური აღმოჩნდა არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ნათელია, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ვერ პასუხობს შრომის დარგში არსებულ მძიმე გამოწვევებს და არ შეიძლება მიჩნეული იქნას შრომის პირობების მონიტორინგისა და დარღვევების გამოვლენის ქმედით მექანიზმად. კერძოდ, ინსპექტირების მექანიზმს არ აქვს დაშვება დასაქმების ადგილებზე, საწარმოსგან წინასწარი თანხმობის გარეშე, მისი უფლებამოსილება არ ფარავს შრომის უფლების სრული სპექტრის შემოწმებას და ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაცია არ არის საწარმოსთვის შესასრულებლად სავალდებულო.

ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა დღემდე რჩება არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მთავარ რეკომენდაციად.

მივიჩნევთ, რომ სრული მანდატის მქონე ინსპექციის შექმნაზე სოციალური პარტნიორების მიერ კონსესუსის მიღწევამდე, დასაქმებულთა მასიური დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევების დაუყოვნებლივი პრევენციისათვის, აუცილებელია დღის წესრიგში დადგეს ინსპექტირების არსებული მექანიზმის გადახედვის საკითხი და გამონაკლისის სახით, პირველი ეტაპისათვის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ განესაზღვროს დაუბრკოლებელი და პირდაპირი ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საწარმოებში, რომელსაც ამასთან ექნება უფლებამოსილება მოახდინოს სათანადო და ეფექტური რეაგირება შრომის პირობებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევების ფაქტებზე.

გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას ⇓

შრომის-ინსპექტირების-მექანიზმი.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“