საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საცხოვრისიდან იძულებითი გამოსახლება საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ გამოწვევის წინაშე ასობით შინამეურნეობა დგას.
მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულებებისა, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმებს. კეკელიძის #1-ში განვითარებული მოვლენებიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ღირსების შემლახველი და მძიმე ფორმები შეიძლება მიიღოს გამოსახლების პროცესმა.
გამოსახლება მთელი რიგი პრობლემების კულმინაციაა, რომელიც ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებითა და უსამართლო ფულად-საკრედიტო პოლიტიკითაა განპირობებული.
მიგვაჩნია, რომ გამოსახლებაზე მორატორიუმი ამ პირობებში ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს, რომლის დროსაც სახელმწიფო მოახდენდა ფულად-საკრედიტო სისტემისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის რეფორმირებასა და საცხოვრისის პოლიტიკის შექმნას.
ინსტრუქცია