[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / თარგმანი

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ლეგიტიმურობის აღქმები

სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა საერთო საქმეა. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, მედიას, აკადემიასა და საზოგადოებას გააჩნიათ თავიანთი როლი, დაიცვან სასამართლოს უფლებამოსილება, შეზღუდოს ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დავები შიშისა და მიკერძოების გარეშე გადაწყვიტოს. თუმცა თავად სასამართლოც არ წარმოადგენს ამ მცდელობის მხოლოდ პასიურ მონაწილეს.

წინამდებარე თარგმანი ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას, რისი გაკეთება შეუძლიათ სასამართლოებს საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად და ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ეფექტურ და ძლიერ გზად სასამართლოების მიერ საკუთარი ლეგიტიმაციის კულტივირებას გვისახავს. თუმცა როგორი უნდა იყოს სტრატეგიები, რომლებიც ამ მიზნამდე მიგვიყვანს?

სტატიაში, პირველ რიგში, განხილულია სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური სისუსტეები ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებით და მათ კავშირი დამოუკიდებლობის საფრთხეებთან.

ამასთან, თარგმანი ეხება სასამართლოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის საზოგადოების აღქმების გადამწყვეტ მნიშვნელობას და გადაწყვეტილების მიღების კრიტიკულ მახასიათებლებს, რომლებიც მისი ლეგიტიმაციის შესახებ არგუმენტებზე მსჯელობისას ფიგურირებს.

ბოლოს, სტატია მიმოიხილავს სტრატეგიებს, რომლითაც სასამართლოებს შეუძლიათ იზრუნონ საზოგადოებაში საკუთარი ლეგიტიმაციის კულტივირებაზე და ყურადღების მიღმა არ ტოვებს იმ საფრთხეებსაც, რაც ამ სტრატეგიებს შესაძლოა მოჰქონდეს თავად სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

სტატიის თარგმნა შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

სასამართლო_სისტემის_დამოუკიდებლობა_და_ლეგიტიმურობის_აღქმები_1688718943.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“