[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

საპარლამენტო მანდატების პროპორციული განაწილების ფორმულა

პროპორციული სისტემის შექმნა განაპირობა მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებმა ასევე უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემის გამონახვის მცდელობებმა.

სისტემის არსი შემდეგში მდგომარეობს – ამომრჩევლის ხმებისთვის იბრძვიან არა კანდიდატები, არამედ პარტიები. პარტიები არჩევნებში მონაწილეობენ პარტიული სიების საშუალებით, სადაც რიგითობა განსაზღვრულია საარჩევნო მანდატის მიღების მიხედვით. ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას, რაც ავტომატურად ნიშნავს ხმის მიცემას მთლიანად სიისთვის, მანდატები პარტიებს შორის ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად.

პროპორციულ სისტემაში უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოსახლეობის ჯგუფების წარმომადგენლობა.ძალიან მცირეა „დაკარგული” ხმების რაოდენობა; პარტიას შეუძლია პარტიული სიის მეშვეობით უზრუნველყოს სათანადო განათლების, გამოცდილებისა და უნარის მქონე, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევა.

სისტემის ძირითად ხარვეზად მიიჩნევა ამომრჩევლისთვის პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევევის სირთულე. აქედან გამომდინარე იგი, ჩვეულებრივ,გადაწყვეტილებას ლიდერთა მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით იღებს. ამის გამო კი, არცთუ იშვიათად, არჩეულ პირთა შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც, ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა.

იმ პირობებში, როდესაც პარტიების შიდა მოწყობა არადემოკრატიულია, პარტიულ სიებს მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელობა ადგენს ; არსებობს სიის პირადი ერთგულების პრინციპით შეადგენის შესაძლებლობა, რაც განაპირობებს კანდიდატების დამოკიდებულებას პარტიულ ვერტიკალზე. სისტემის კიდევ ერთი ნაკლია სუსტი კავშირი არჩეულ დეპუტატსა და ამომრჩეველს შორის.

პროპორციული სისტემის მთავარი დანიშნულებაა პარტიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა მიღებულ ხმათა რაოდენობის პროპორციული იყოს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს მაგალითი, კერძოდ კი პროპორციული სისტემის განვითარების ისტორია 2001 წლიდან დღემდე.

2001 წლის საარჩევნო კოდექსის მიხედვით მანდატების დათვლის ფორმულა შემდეგი იყო: პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლებულიყო მანდატების რაოდენობაზე და იყოფოდა ხმების კვალიფიციური რაოდენობის (ბარიერგადალახული პარტიების ხმების) ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

გადაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნებოდა იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს.

ამგვარ ფორმულას მინიმუმამდე დაჰყავს რა გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა, ყოველთვის უზრუნველყოფს, რომ ყველა პარტია საკუთარი პროცენტების ზუსტი შესაბამისობით მიიღებს ადგილებს პარლამენტში.

ძველი ფორმულისაგან განსხვავებით პროპორციული მანდატების განაწილებს დღევანდელი ფორმულა უპირატესობას ზოგ შემთხვევაში უმცირესობას ანიჭებს. ამ წესის მიხედვით, პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს მანდატების რაოდენობაზე და გაიყოს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. განსხვავება ძველ და ახალ ფორმულას შორის გამყოფია, განსხვავებით წინა შემთხვევიდან მიღებული ხმებისა და მანდატების ნამრავლი იყოფა არა კვალიფიციურ ხმებზე, არამედ ყველა ნამდვილ ხმაზე (რომელიც ბათილად არ ცნო საარჩევნო ადმინისტრაციამ).

გაუნაწილებელი მანდატები რიგრიგობით გადაეცემა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ სუბიექტებს, მანამ სანამ გაუნაწილებელი მანდატები არ ამოიწურება.

ასეთი ფორმულის მიხედვით ზოგიერთ პროცენტულ კომბინაციაში არჩევნებში დამარცხებული პარტიები გამარჯვებულთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში დგებიან.

ძველი და ახალი ფორმულის შესაბამისად დათვლილი მანდატების რაოდენობა აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგებს იძლევა. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ დღევანდელ პირობებში დამარცხებული პარტიების მიერ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის დაკლებული ხმები, მესამე ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემის ხარჯზე ხდება.

ფორმულის ამგვარმა ცვლილებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს არჩევნების პარლამენტში ძალთა ბალანსის გადანწილებაში. ფაქტი ერთია - ამგვარმა გადანაწილებამ, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დაკრგვინოს, რაც პროპორციული სისტემის მიზანს - ასახოს მიღებული ხმების პროპორციულად საპარლამენტო მანდატების გადანაწილება, ეწინააღმდეგება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“