საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სახელმწიფო დეპარტამენტი მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2019 წლის ანგარიშში, რომელიც გუშინ, 11 მარტს გამოქვეყნდა, მშრომელთა უფლებრივ მდგომარეობას შემდეგი მიმართულებებით აფასებს: გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება; იძულებითი შრომის აკრძალვა; ბავშვთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკი; შრომითი უფლებები და დისკრიმინაცია; ღირსეული სამუშაო პირობები. დოკუმენტში მიმოხილულია შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პროგრესი და ასევე ხაზგასმულია სახელმწიფო პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა.
გთავაზობთ EMC-ს მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ მიმოხილვას.
გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლების გარანტირების მიუხედავად დღის წესრიგში რჩება არაერთი პრობლემური საკითხი, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია პროფკავშირების წევრობის ნიშნით პირის მიმართ დისკრიმინაცია, კანონი ცხადად არ ადგენს ამგვარი დასაქმებულების სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას.[1]სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე გამოწვევად ხედავს გაფიცვის უფლების რეალიზების საკითხსაც. კერძოდ, დეპარტამენტის შეფასებით გადასახედია ნორმატიულად დადგენილი იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებშიც გაფიცვა დაუშვებელია. ასევე პრობლემურადაა მიჩნეული ამ სფეროებში გაფიცვის უფლების შეზღუდვისთვის კომპენსაციის გარანტიის არარსებობა.
სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს დასაქმებულთა გაერთიანების უფლების რეალიზების არაეფექტიანობის პრობლემაზე, რასაც. ადეკვატური სანქცირების მექანიზმის არარსებობას, შრომის ინსპექციის შეზღუდულ მანდატსა დამედიაციის სისტემის არასათანადო საქმიანობას უკავშირებს.[2]
იძულებითი შრომის აკრძალვა. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იძულებითი შრომის აკრძალვის საკითხი. იძულებითი შრომის კრიმინალიზების მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები ამ პრობლემასთან ბრძოლას ეფექტიანად ვერ ახერხებენ.[3] კერძოდ, განსაკუთრებით დაბალია მსგავსი საქმეების შესახებ გამოძიებები, რაც შეიცავს იძულებითი შრომის წახალისების რისკებს.[4] დეპარტამენტის შეფასებით, სახელმწიფოს ადეკვატურ მუშაობას ძირითადად ხელს უშლიდა შრომის ინსპექტორების სიმცირე.[5]
ბავშვთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკი. ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით გასააქტიურებელია სახელმწიფოს საქმიანობა ბავშვთა შრომის აკრძალვის კუთხით. დეპარტამენტი მიუთითებს ამ მიმართულებითგამოძიებათა განსაკუთრებულ სიმცირეზე, რაც აძლიერებს ეჭვს კანონმდებლობის არაეფექტურად აღსრულების შესახებ.[6] მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ბავშვებთა განათლების უფლების შეზღუდვის კუთხით: რიგ შემთხვევაში ამას განაპირობებს საოჯახო ვალდებულებების ფარგლებში ბავშვთა შრომა (განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში), ან მათი შორეულ რეგიონში დასაქმება.[7] არსებითი ნაბიჯებია გადასადგმელი ბავშვების ქუჩაში მათხოვრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.[8]
შრომითი უფლებები და დისკრიმინაცია. დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამუშაო სივრცეში დისკრიმინაციის საქმეების პროაქტიული გამოძიების ორგანოს არარსებობა.[9] ანგარიშის თანახმად, დისკრიმინაციის შემთხვევათა დიდი ნაწილი მიემართებოდა ქალებს. ასევე დისკრიმინაციის შემთხვევები დაფიქსირდა ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, პროფესიული კავშირის წევრობის, ეთნიკური, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
ღირსეული სამუშაო პირობები. ანგარიშის თანახმად, საქართველოში შრომის არასათანადო პირობები სხვადასხვა კომპონენტში გამოიხატება. მათ შორის არის მინიმალური ხელფასის საკითხი, რომელიც კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ოფიციალურ საარსებო შემოსავლის დონეზე დაბალი იყო.[10]
ანგარიშში საუბარია საქართველოში მოქმედ სამუშაო დროის შესახებ საკანონმდებლო რეგულირებებზე (როგორც სრულწლოვან, ასევე არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით), ამ თვალსაზრისით ორსული და მეძუძური ქალებისთვის დაწესებულ გარანტიებზე. რაც შეეხება ზეგანაკვეთურ შრომას, გამოწვევაა, რომ კანონმდებლობა ნათლად არ კრძალავს „გადამეტებულ ზეგანაკვეთურ სამუშაოს“.[11] დოკუმენტში მითითებულია, რომ გადასახედია შრომის ინსპექციის მანდატი, რათა მან სათანადოდ დაიცვას დასაქმებულები სამუშაო დროსთან, ასევე ხელფასთან დაკავშირებული უფლების დარღვევებისას.[12] ანგარიში ქვეყნისთვის გამოწვევად ასახელებს მიგრანტ დასაქმებულთა უფლებების დაურეგულირებლობის პრობლემას..[13]
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შრომის პირობების დარღვევათა გამოვლენის ნაკლებ ეფექტიანობაზე მიუთითებს (მაგალითად, უსაფრთხოების წესების დაცვა; დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა) და ამ შემთხვევაშიც პრობლემის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად შრომის ინსპექტორთა არასაკმარის რაოდენობას ასახელებს.[14]
დეპარტამენტი ასევე პრობლემურადგამოკვეთს სამთო მოპოვებით და სამშენებლო სექტორებს, რომლებიც კვლავ მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველიაგარდაცვალების, დაშავების მაღალი მაჩვენებლის, დაურეგულირებელი სამუშაო საათების და სხვა უფლებების დარღვევების გათვალისწინებით.[15]
[1] Georgia 2019 Human Rights Report, 48 ხელმისაწვდომია: https://www.state.gov/wp-content/uploads/2020/03/GEORGIA-2019-HUMAN-RIGHTS-REPORT.pdf
[2] იქვე, 48
[3] იქვე, 49
[4] იქვე, 49
[5] იქვე, 49
[6] იქვე, 50
[7] იქვე, 50
[8] იქვე, 50
[9] იქვე, 51
[10] იქვე, 51
[11] იქვე, 52
[12] იქვე, 52
[13] იქვე, 52-53
[14] იქვე, 52
[15] იქვე, 53
ინსტრუქცია