საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ აქვეყნებს ანალიზს, რომელშიც განხილულია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საკადრო პოლიტიკა, მასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი რეგულირებები და არსებული გამოწვევები.
დოკუმენტში განხილულია:
აღნიშნული საკითხები განხილულია პოლიციის სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ჭრილში და შეფასებულია ის გარემოებები, რამაც შესაძლოა პოლიციელთა საქმიანობაში პოლიტიკური ზეგავლენების რისკების გაზრდას შეუწყოს ხელი.
ზოგადად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მეტად ფართო თემაა და აღნიშნული პრინციპის კანონის დონეზე გამყარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრაქტიკაში მის უპირობო აღსრულებას. პოლიციელთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში დაცვა სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია სწორედ უწყების საკადრო პოლიტიკა. კერძოდ, რამდენად გამჭვირვალე და სამართლიანი წესებით ხდება სამსახურში თანამშრომელთა აყვანა, მათი დაწინაურება თუ დაქვეითება, როგორია ამ პროცესებში პოლიტიკური ფიგურების (ამ შემთხვევაში - მინისტრის) ჩართულობა.
როგორც მომზადებული დოკუმენტი აჩვენებს, პოლიტიკური გავლენების საფრთხეები განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როდესაც ზემოაღნიშნულ პროცესებში პოლიტიკური თანამდებობის პირია ჩართული და მისი მონაწილეობა ხორციელდება არა კანონით მკაფიოდ გაწერილი წესებისა და პროცედურების ფარგლებში, არამედ ექსკლუზიური უფლებამოსილებების ან ერთპიროვნული გადაწყვეტილებების საფუძველზე, რის უფლებამოსილებასაც კანონი არაერთ შემთხვევაში ითვალისწინებს.
EMC-ის მომზადებულ დოკუმენტში გამოყოფილია შემდეგი მნიშვნელოვანი ხარვეზები:
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგებულია არა კანონით, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც მის გამომცემსვე რიგ საკითხებზე ექსკლუზიურ და საგამონაკლისო უფლებამოსილებებს ანიჭებს.
გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას ⇓
საინფორმაციო ბიულეტენი მომზადებულია “ადამიანის უფლებების ავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ პროექტის ფარგლებში “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში”.
პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამა “მატრა”. საინფორმაციო ბიულეტენში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საელჩოს პოზიციას. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია EMC.
ინსტრუქცია