საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უწყებების დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკის ფონზე, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება. ინფორმაციის მიღების პროცესში ძირითად ბარიერებს ქმნის:
იხ. დოკუმენტი: https://shorturl.at/gGJS1
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ-სამართალდამრღვევად ცნობილი პირებისთვის უფლებების ჩამორთმევის სტატისტიკას ითხოვდა უზენაესი სასამართლოსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან. მოთხოვნილი ინფორმაცია არ გადმოგვეცა იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა მოქმედი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებში არ აღირიცხება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების საქმეებზე მიღებული დადგენილები არ მოგვაწოდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება დროისა და სასამართლოს რესურსის საგანგებოდ ამ მიზნით მობილიზებას საჭიროებდა.
საჯარო უწყებების მხრიდან ინფორმაციის გაცემაზე უარი იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ უკვე ნაწარმოებ სტატისტიკაში არ მოიპოვება განმცხადებლის მოთხოვნილი ინფორმაცია, არასასურველ ტენდენციად დამკვიდრდა. ამ მიზეზით ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სუსისა და უზენაესი სასამართლოსგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი შუამდგომლობით მიმართა 2021 წელს სუს-მა უზენაეს სასამართლოს კონტრდაზვერვითი მიზნებით ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვაზე, ასევე მათგან რამდენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მოთხოვნილი ინფორმაცია არ გადმოგვეცა კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის გასაიდუმლოების საფუძვლით. უარი მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უკანონო იყო, ვინაიდან ვითხოვდით არა კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამსახველ დოკუმენტს, არამედ მხოლოდ განზოგადებულ სტატისტიკურ ინფორმაციას.
2022 წელს ეს ინფორმაცია სუს-მა თავისი ინიციატივით გაასაჯაროვა და გამოაქვეყნა საქმიანობის ანგარიშში.
სუს-ის პრაქტიკა, ინფორმაციის შერჩევითად გასაიდუმლოების ნაწილში, დაუსაბუთებელია და ფაქტობრივად არ ტოვებს უწყების საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.
კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო დაწესებულების უარი ინფორმაციის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და შემდეგ სასამართლოში, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ არცერთი მექანიზმი არ არის ეფექტიანი.
ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი, ძირითად შემთხვევებში, ფორმალურ ხასიათს ატარებს. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოები ან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთანხმებიან ადმინისტრაციული ორგანოს უარს, ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებენ საჩივარს.
რაც შეეხება სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვას რამდენიმე წელიც შეიძლება დასჭირდეს. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს განმცხადებელს ფაქტობრივად აღარ აქვს ინფორმაციის მიღების ინტერესი.
ინსტრუქცია