[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ვიდეო / რეპორტაჟი

როცა ბავშვები ოცნებობენ საბავშვო ბაღზე

„მინდა, ჩვენს სოფელშიც იყოს საბავშვო ბაღი, მაგრამ არ გვაქვს", - ვიდეოში მოისმენთ სამი ოჯახის შესახებ, რომლებიც საქართველოში არადომინანტური ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ. სამივე ოჯახს სურს, თავის სოფელში, ბავშვებისთვის არსებობდეს საბავშვო ბაღი და მათმა შვილებმა შეძლონ სოციალიზაცია; ენის სწავლა ან თუნდაც, სასკოლო პროცესისთვის მომზადება.

არადომინანტური ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღები რაოდენობა იმაზე 2.7-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. მაგალითისთვის, ბოლნისსა და დმანისში არც ერთ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ბაღი არაა. საგარეჯოში მხოლოდ ერთი, რომელიც არ ფუნქციონირებს. მარნეულში კი მხოლოდ 4 საბავშვო ბაღი არსებობს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, აღსანიშნია, რომ PISA-გამოცდების შედეგების მიხედვით, უმცირესოსბების სკოლის მოსწავლეების საშუალო ქულა 100-ით ჩამოუვარდება დომინანტური ჯგუფის საშუალო ქულას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“